საქართველო ცდილობდა, შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.
„რუსეთი თავს დაესხა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას ცდილობს - საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ამ მხრივ, საქართველო მტკივნეული მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა.“
გედმინს მიაჩნია, რომ 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მაშინდელ დონეზე შენარჩუნება რთულია. „მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც, ამერიკაშიც. დღეს ამერიკაში გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ არის. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა ტერიტორია მონიშნა და თქვა, რომ ‘ეს ჩემი სამეზობლოა და არის საკითხები რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებთ.’ ეს ფაქტია.“
https://commersant.ge/ge/post/radio-tavisuf...rad-sheachera-2პ.ს. სექტაა. ყველგან რუსეთი ელანდებათ
This post has been edited by levanius7 on 15 Aug 2019, 00:51