#55117392 · 16 Aug 2019, 10:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღირს თუ არა წვიმის დროს სირბილი ?
ვთქვათ, გესაჭიროება მანძილის დაფარვა წვიმის დროს. ქოლგა თან არ გაქვს, არც კარგი საწვიმარი. გიწევს ფეხით მოძრაობა. როგორ მოიქცეოდი, გაიქცეოდი თუ აუჩქარებლად გაივლიდი ? თუ გაიქცევით, ნაკლებ დროს გაატარებთ წვიმის ქვეშ. თუმცაღა ხო შეიძლება რომ უფრო მეტად დასველდეთ ვიდრე ვთქვათ აუჩქარებელი ნაბიჯით რომ გევლოთ ?ეცადეთ გააკეთოთ უხეში გამოთვლა, განიხილეთ საკუთარი სხეული როგორც მართკუთხა პარალელეპიპედი, რა თქმა უნდა, შესაფერისი ზომებით. არის თუ არა თქვენი პასუხი დაფუძვნებული წვიმის ნაირსახეობაზე ან დახრილობაზე, თუ კი მაშინ როგორ თუ არა, მაშინ რატომ ?
თუ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა, შეგიძლიათ ჯერ პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვას: როგორ დამოკიდებულებაშია წვიმაში გამოტანილი თავღია ბოჭკის ავსება ქარის სიჩქარეზე ?
|