სოციოპათია-ანტი-სოციალური პიროვნული აშლილობა, რომელიც გამოიხატება
ასოციალური, თამამი, მიუღებელი ქცევით, ემპათიისა და სინანულის არარსებობით.სოციოპათიის
აშლილობის მქონე ადამიანს ახასიათებს გულგრილობა მორალური ნორმების მიმართ, ვერ გამოხატავს
თანაგრძნობას, აქვს კრიმინალური მიდრეკილებები, ძალადობისკენ მისწრაფება, არ გააჩნია ლოიალურობა.
ასოციალური აშლილობა ასევე მოიცავს უუნარობას დაიცვა საზოგადოების მიღებული სოციალური
ნორმები, პატივი სცე სხვა ადამიანის უფლებებს და პასუხი აგო საკუთარ საქციელზე, რაცარუნდა
პათოლოგიურად მოეჩვენოს ადამიანებს მისი ქცევა სოციოპათი ვერ გრძნობს დანაშაულს.ამავდროულად მას გააჩნია საკუთარი ქცევის
კრიტიკულად განსჯის უნარი, თუმცა არა რეალობასთა შესაბამისი.მისთვის არ არსებობს მისაღები ღირებულებების სისტემა, ადამიანის სიცოცხლის ცნებას სოციოპათი საერთოდ უგულებელყოფს სწორედ ამიტომ საკუთარ სიცოცხლესაც ზედმეტი ყურადღების გარეშე ტოვებს და თანხმობას აცხადებს ნებისმიერი წამიერი სიამოვნების დაკმაყოფილებაზე.სოციოპათის ფსიქიკური წონასწორობა შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერმა წვრილმანმა შეგრძნებამ იქნება ეს გამოსახულება, ფერი, ხმაური, სუნი...
ფსიქოლოგთა ნაწილის განცხადებით მიუხედავად მათი სპონტანურობისა უმრავლესობას სურვილების შეკავებისა და თავის ფლობის მაღალი შესაძლებლობა
აქვთ სწორედ ამიტომ მარტივად აღწევენ წარმატებას და მაღალ სოციალურ ადგილს იმკვიდრებენ საზოგადოებაში: ‘’ფსიქოლოგთა ვარაუდი ეყრდნობა ფაქტებს რომლის მიხედვითაც სოციოპატთა უმრავლესობა წარმატებას აღწევს ბიზნესის, არქიტექტურისა
და პოლიტიკის სფეროში, რაც გამოწვეულია მათი ძლიერი ქარიზმატულობით, თავდაჯერებულობით, გაბედულობით, შეუპოვრობითა, მბრძანებლობისა
და მართვის შესაძლებლობით.სოციოპათს უყვარს როცა ფლობს განსხვავებული ფსიქოტიპების მქონე ადამიანთა პატივისცემასა
და სიყვარულს და უპირველეს ყოვლისა მორჩილებას.
სოციოპათმა იცის როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველგვარი შიშისა და
ყოყმანის გარეშე, ცივი გონებით ეკიდება ნებისმიერ თემას და რაც მთავარია მარტივად მანიპულირებს ადამიანებით, ის არასოდროს იტყუებს თავს (არასდროს
ატარებს ‘’ვარდისფერ სათვალეს’’) რაც ეხმარება მას სწორად შეაფასოს სიტუაცია და ადამიანები.მოიპოვოს
ფსიქოპათიაფსიქოპათია – ხასიათის თანდაყოლილი ანომალია, პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც მეტ-ნაკლები ხარისხით აფერხებენ მის სრულფასოვან ადაპტაციას გარემოში. გამოყოფენ ასევე შეძენილ ფსიქოპათიურ მდგომარეობებს, რომლებიც წარმოიქმნება ცენტრალური ნერვული სისტემისორგანული დაზიანებისა და სხვა დაავადებების შედეგად. ფსიქოპათები ხასიათდებიან არა მხოლოდ ხასიათის დისჰარმონიულობით, ასევე შედარებით მაღალი მგრძნობელობით რიგი შინაგანი, სომატოგენური, ფსიქოგენური და სოციალური ფაქტორებისადმი. არსებობს ფსიქოპათიების მრავალრიცხოვანი კლასიფიკაციები.
ფსიქოპათია – შიზოიდური ფსიქოპათები – პირები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია განმარტოება, აუტიზმი; ისინი გაურბიან გრძნობების გამოვლინებას, არაიშვიათად მათთვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი, მშრალი და ოფიციალური დამოკიდებულება ადამიანებთან. მათ შორის გვხვდება ცივი, მკაცრი და სასტიკი ნატურებიც კი. შიზოიდური ტემპერამენტის საფუძველია მაღალი მგძნობიარობისა და სიცივის შერწყმა (ფსიქოესთეტური პროპორცია).
ფსიქასთენიური ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელია მიდრეკილება ეჭვებისადმი, შინაგანი რწმენის არარსებობა გრძნობების ჭეშმარიტებაში და საკუთარი განსჯისა და ქცევების სისწორეში, გადაუწყვეტობა ქცევის არჩევანში. ესენი არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც მუშაობაში ითვალისწინებენ ყოველგვარ დეტალს, არიან პედანტები.
ასთენიური ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელია ზოგადი ნერვული სისუსტე, მოუხერხებლობა, მეტისმეტი მგრძნობიარობა და შთაბეჭდილიანობა; ასთენიკების გამორჩეული თავისებურებაა მომატებული გადაღლილობა. მუშაობის პროცესში, რომელიც მოითხოვს ძალების დაძაბვას, მათ უვითარდებათ გაფანტულობა, ერღვევათ ყურადღების კონცენტრაცია.
აფექტური ფსიქოპათები – ციკლოიდური წრის პირები; არიან სალმიანები, კეთილმოსურნენი. მათთვის დამახასიათებელია ემოციური ლაბილობა, ხასიათის ცვლალებადობა.
პარანოიალური ფსიქოპათები – არიან გაუხსნელნი, სასტიკები და დესპოტურები, ეჭვიანები, მუდმივად ელიან ცუდს გარშემომყოფთაგან, მიდრეკილნი არიან ზეფასეული იდეებისადმი.
თემატიკაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ეჭვიანებს, რეფორმატორებს, რელიგიურ ფანატებს და სხვ.
ისტერიულ ფსიქოპათებს გამოარჩევს მისწრაფება იყვნენ უფრო მნიშვნელოვანნი, ვიდრე სინამდვილეში არიან; ისინი იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში; ამაზე მიუთითებს მათი ჩაცმულობის ექსცენტრულობა და ქცევის დეონსტრატიულობა. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ტრაბახისადმი, გამოგონებებისადმი, ტყუილებისადმი, გაუაზრებელი ქცევებისადმი, სხვადასხვა ავანტურებისადმი; მათში სჭარბობს კაპრიზულობა, სიჯიუტე, ასევე სხვადასხვა ვეგეტატიური და ისტერიული პაროქსიზმები (სპაზმები, აფონია, ხელის თითების ტრემორი და სხვ.).
ფსიქოპათიის მკურნალობის დაწყება საჭიროა ბავშვობიდან. იგი ითვალისწინებს პედაგოგიურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფსიქოპათური გამოვლინებების კორექციისაკენ; მედიკამენტოზური თერაპია მეორეხარისხოვან როლს ასრულებს მკურნალობაში. დეკომპენსაციის პერიოდებში ტარდება ფსიქო – და შრომითი თერაპია, ასევე ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობა. განსაკუთრებით ეფექტურია ტრანკვილიზატორები.
ფსიქოპათიის პროგნოზიგანისაზღვრება გარკვეული სიფრთხილით. სათანადო პირობებში ხშირად აღინიშნება მყარი და ხანგრძლივი კომპენსაცია, შრომისუნარიანობის შენარჩუნებით. ამასთან კრიზების დროს შესაძლებელია პათოლოგიური დინამიკა.
მიზანთროპი ლექსიკონებში მიზანთროპი მოიხსენიება, როგორც ადამიანის და მთლიანად კაცობრიობის მოძულე პიროვნებებად.
აღსანიშნავია, რომ ოჟეგოვას ლექსიკონში მიზანთროპის განმარტება შერბილებულია და მათ მოიხსენიებს ადამიანებად, რომლებსაც არ უყვართ და ერიდებიან სხვებს.
ეს ადამიანები ძალიან ნერვიულად რეაგირებენ მასთან კომუნიკაციის მცდელობებზე . ასევე აპროტესტებენ ნორმებს, წესებს და ტრადიციებს. იცავენ დისტანციას სხვებისგან.
როგორები არიან ისინი სხვადასხვა გარემოში?
სახლში
სახლში ისინი უფრო გახსნილები და ლოიალურები არიან ახლობლებთან მიმართებაში. მათ შეუძლიათ შეიყვარონ ერთი, რომელიმე პირი და ამასთან შეიძულონ დანარჩენები. ზოგიერთი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობს, ხოლო რთულ შემთხვევებში, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და არ იკარებენ არავის.
სამსახურში
სამუშაოზე მათი უმრავლესობის ქცევა ადეკვატურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კოლექტივი არც ისე დიდია.
ურთიერთობაში
მათ უჭირთ ურთიერთობების აწყობა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი ხანგრძლივი დროით არიან ურთიერთობებში.
მიზანთროპები არ პატიობენ შეცდომებს, მტკივნეულად განიცდიან კრიტიკას.
რა არის მაინც მიზანთროპია?- ეს არის, სიძულვილი ადამიანების მიმართ, გამოხატული სურვილებით მოარიდონ თავი საზოგადოებას, შეამცირონ ურთიერთობების წრე. ამ გრძნობის მიმართულება არის მთელ კაცობრიობაზე.
მიზანთროპები შეიძლება იყვნენ ქველმოქმედებიც. გაინტერესებთ რატომ?
ქველმოქმედება, ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ავიმაღლოთ თვითშეფასება, ან ავწიოთ ჩვენი იმიჯი საზოგადოებაში. ამიტომ მიზანთროპების ამ საქციელს სინამდვილეში არა სიკეთის, არამედ სხვა უფრო ღრმა, ეგოისტური მოტივი აქვს.
თუ მიზანთროპია არ არის პათოლოგირი, მაშინ ეს შეიძლება შევაფასოთ მდგომარეობად, რომელსაც არ აქვს საშიში ხასიათი.
ცინიზმიცინიზმი (ბერძ. κυνισμός, ლათ. cynismus) — რწმენა ადამიანის ბუნების მანკიერების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გამოიხატება მოცემულ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების დემონსტრაციულ უგულველყოფაში.
სარკაზმისარკაზმი — ინდივიდის ან ცხოვრების მანკიერი მხარეების, უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების ღვარძლიანი დაცინვა, მწვავე ირონია[1]. მას გესლის გამომხატველ ირონიასაც უწოდებენ. სარკაზმი დაუნდობლად ააშკარავებს გულქვაობას, სიმახინჯეს, ბოროტებას, ფარისევლობას. კომიკური ნაწარმოების მსგავსად, აქაც კრიტიკა სიცილის საშუალებით გამოიხატება. სარკაზმი გავრცელებულია როგორც მხატვრულ ლიტერატურაში, ისე საორატორო ხელოვნებაშიც.