ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების 35 წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ნიკარაგუის დელეგაციაც ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელია ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდრაკ უიტაკერი.
რუსეთის გარდა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებლობას აღიარებენ ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.