„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.
„ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ოკუპანტები შემოდიან და პირდაპირ სახლებიდან ყრიან ადამიანებს, ოკუპანტები სალოცავებიდან, საკუთარი ბაღებიდან იჭერენ, აკავებენ მოქალაქეებს საზღვრის დარღვევაზე და მიჰყავთ იზოლატორებში და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მართავს გამყიდველი მთავრობა, რომელი მთავრობაც გარიგებულია კრემლთან, რომ საქართველოს შემოაღობინებს, გადააღობინებს, გადაახვნევინებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი პუტინი-მაკრონის შეხვედრის მთავარ თემებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღის წესრიგში უკრაინის, ირანის, სირიის საკითხები დგას და საქართველოზე არ იქნება საუბარი.
“სარკოზიმ გაგვყიდა მისტრალებზე, იაფ გაზსა და ნავთობპროდუქტებზე და საფრანგეთს ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია არც ევროკავშირში, არც გაეროში და არსად იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც მათ წინაშეც აიღო ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა იმით, რომ გამოგვიგზავნა არაფორმალურ მმართველად თავისი მილიარდელი ივანიშვილი, ხოლო პრეზიდენტად დაგვისვა ასევე თავისი მოქალაქე და დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არ არის მეგობრობა, პარტნიორობა, ის საფრთხე, რომელიც დღეს საქართველოშია ხვალ საფრანგეთს მიუვა, პოლონეთს მიუვა, რუმინეთს მიუვა, მთელ მსოფლიოს მიუვა, თუ შერჩა ის, რაც საქართველოში ხდება და რასაც საქართველოში აკეთებს. ამიტომ, რომ ყოფილიყო საერთაშორისო თანამეობრობიდან სანქციები 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე, აღარ იქნებოდა უკრაინა, ყირიმი, დონეცკი, სირია”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
https://metronome.ge/story/221344დაიშალეთ. სქემა გაშიფრულია. საფრანგეთი არის რუსეთუმე. მთლიანად. საფრანგეთის კაცია ბიძინა და სალომე, შესაბამისად რუსეთუმეები

პ.ს. რამე სიტყვა მაინც შეეცვალა ამ კვერცხს ქინძის მესეჯისგან
This post has been edited by shepherd on 19 Aug 2019, 14:38
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით