სოფელ გუგუტიანთკარში საზღვრის უკანონო მშენებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც აპატურაი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის გადაწევა არალეგიტიმური პროცესია.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველოს რეგიონ „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მხარდაჭერილმა დე-ფაქტო მთავრობამ საქართველოს სოფელ გუგუტიანთკარში ღობის დამონტაჟება და გადაწევა განაახლა. ეს დამატებით სირთულეს ქმნის, ვინადიან ადამიანები წყდებიან თავიანთ მიწებს, ოჯახებსა და მეგობრებს. ეს არის, ასევე, არალეგიტიმური. ნატო აგრძელებს მოწოდებას, რათა დასრულდეს მსგავსი ქმედებები და საპირისპიროდ შეიცვალოს. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს,” - წერს აპატურაი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...irod-sheicvalosაპატურაის ეკითხებიან უფროსები, აბა ამ კვირის ანგარიში წარმოგვიდგინე, რა გააკეთეო. განცხადება გამოვაქვეყნე გუგუთიანთ კარზეო, ჩეჩნეთზე ვილაპარაკე და კადიროვი დავგმეო. სახლში კიდე ცოლთან ბუზღუნებს, ამდენს ვმუშაობ ამისთანა საშიშ სამსახურში, კაპიკებს მიხდიან ეს ახვრები და კიდევ მე მეკითხებიან რა გააკეთეო. თვითონ კი წამოწოლილან ბრიუსელში და რა ენაღვლებათო
რამე ხო არ წავუმატოთ ხელფასზე, ცოდოა ბიჭი
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით