ჩვენს ირგვლივ, ყველა მეზობელი ქვეყანა ვიწროეთნიკურ ნაციონალიზმშია ჩამპალი.
თურქეთის პოლიტიკა უკვე ერთი საუკუნეა მთლიანად ეფუძნება თურქულ ნაციონალიზმს.
სომხური ნაციონალიზმი ცალკე ფენომენია, ძალიან მძლავრი და მაკონსოლიდირებელი ფენომენია მათთვის. რამდენად დადებით შედეგებს გამოიღებს ეს სომხებისათვის ხანგრძლივ სტრატეგიულ პერსპექტივაში, არ ვიცი.
აზერბაიჯანული ნაციონალიზმი პრინციპში ახლა ყალიბდება და აწ უკვე აღარც მალავენ თავიანთ ფანტასტიკურ, გაუგონარ მისწრაფებებს ალბანურობის და სისულელეების შესახებ, რითაც ცდილობენ მიითვისონ სხვისი კულტურა, უფრო მეტიც, ლამის მთელი აღმოსავლეთ საქართველო (თბილისითურთ) საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად გამოაცხადონ. თავის ისტორიულ საკუთრებად აქვთ გამოცხადებული ისტორიული ქართული ეკლესიები. მაგალითად გიშის ცნობილი ეკლესია, ასევე დავითგარეჯიც კი (ქეშიქჩიდაღ

)
რუსეთზე საერთოდ კომენტარსაც არ გავაკეთებ.
მოკლედ, ჩვენს ირგვლივ გაბატონებულია ავადმყოფური, ვიწროეთნიკური ნაციონალიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენც გვეხება და ჩვენზეც ახდენს გავლენას.
რა უნდა ვნათ ჩვენ? რა უნდა დავუპირისპიროთ ამ აგრესიულ ნაციონალიზმს და გაუგონარ სიყალბეებს?
მე მაინც ვფიქრობ, რომ სიყალბეზე დაფუძნებული სომხური და აზერბაიჯანული ნაციონალური იდეოლოგია და პოლიტიკა სტრატეგიულ პერსპექტივაში დადებით შედეგებს ვერ გამოიღებს მათთვის. იდეოლოგია მყარ საფუძვლებს უნდა ემყარებოდეს და არა ტყუილებს და ზღაპრებს.
არა არს დაფარულ...