პირველ რიგში დავაფიქსირებ რომ ამ განყში ხშირად არ ვპოსტავ და თემასაც უიშვიათესად ვხსნი, მაგრამ ჩავთვალე რომ ეს თემა პოლიტიკურია. აქვე დავამატებ, რომ დღეს ვინც თურქეთის მტრობის თემას წევს, მათი 90% რუსეთის დავალებას ასრულებს (მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მართლაც მტერი სახელმწიფოა, უბრალოდ სამხედრო კუთხით ამ წუთას პასიურია ჩვენს მიმართ). მიზანი რა თქმა უნდა რუსეთისგან ყურადღების გადატანაა.
მაგრამ რაც გუშინ თურქიშის ჟურნალში წავიკითხე მეტისმეტზე მეტისმეტია. მოკლედ მივყვეთ:
გადავშალე ჟურნალი და დიდი სტატიაა ბათუმზე. გამისწორდა მეთქი გვარეკლამებენ და რამე, მარა თურმე სად ბანაობ
[IMG]https://b.radikal.ru/b33/1908/2c/65200570f5f0.jpg[/IMG]
[IMG]https://c.radikal.ru/c05/1908/c6/ce1b5052780a.jpg[/IMG]
პირველი ფოტო არის სტატიის სათაური. მეორე ფოტოდან იწყება თავდავიწყება, სადაც წერია რომ ქალაქი იყო ოსმალეთის იმპერიის და საბჭოთა მმართველობის ქვეშ, რის შემდეგაც შეიცვალა, მაგრამ ვის მიერ შეიცვალა, ანუ ქართველები და საქართველო საერთოდ არაა ნახსენები. მთელი სტატიის მანძილზე ხაზი ესმება საბჭოთა მმართველობას და ის რომ ბათუმი საქართველოა არ წერია არსად. ასევე შემოხაზული რაც მაქვს მანდ წერია რომ დაბლა მარცხნივ პირველ ფოტოზე ნაჩვენები ჩაცმულობა ადგილობრივების ეროვნული სამოსია
[IMG]https://c.radikal.ru/c08/1908/bf/fd29808e90ef.jpg[/IMG]
[IMG]https://a.radikal.ru/a28/1908/29/6d4cded212d8.jpg[/IMG]
აქ წერია რომ წინა ფოტოზე ნაჩვენები კერძი (აჭარულს გულისხმობს) არის ჰაჯაპური, რაც თურქული კერძის პიდეს ბათუმური ვერსიააო. ანუ აჭარული ყოფილა თურქული კერძი პიდე და არ ვიცოდით. ასევე ადგილობრივი ხინკალი, თურქულ მანტისთან შედარებით მოზრდილიაო.
[IMG]https://d.radikal.ru/d11/1908/fc/9581f9a6d98a.jpg[/IMG]
ეხლა ეს. აქ წერია რომ საქართველო შედგება სამი ავტონომიური რეგიონისგანო და მნიშვნელოვანია რომ დავიმახსოვროთ აჭარაო. სახელს გავუსვათ ხაზიო. (რა განზრახვითაც წერია მიხვდებით ალბათ). ზუსტად ამავე განზრახვითაა მთელი სტატია დაწერილი, სადაც საქართველოს არსებობას იმენა შეცდომის პონტში მიიჩნევენ, იყო ოსმალეთი, მერე საბჭოეთი და ეხლა პატარა გაუგებრობის პონტია დროებით, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ესაა დედააზრი მაგ სტატიის მთლიანად.
და ბოლოს დესერტად. თურქიშის შიდა ფრენები. გარდა იმისა რომ სხვა “შეცდომა” არაა დაშვებული და მხოლოდ თბილისია შეყვანილი შიდა ფრენებში და არც ერთი ქვეყნის არც ერთი სხვა ქალაქი, თბილისი სადღაც ვანი-ბაღდათის გასაყარზე ყოფილა და არ ვიცოდით.
[IMG]https://b.radikal.ru/b38/1908/b0/3ea3db77590f.jpg[/IMG]
პ.ს. თურქიში არის დღეს მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია. დაფრინავს ყველაზე მეტ ქვეყანაში. გადაყავს ყველაზე მეტი მგზავრი. ეს ჟურნალი არის აგვისტოს ნომერი, რომელიც უკვე მიკიონიბით ადამიანმა წაიკითხა და ზუსტად ის წარმოდგენა შეექმნა ბათუმზე, რა განზრახვაც იყო ჩადებული.
მოდერს ვთხოვ ფოტოები ვერ ჩავსვი ალბათ კარგად და გამოაჩინოს
This post has been edited by otokarcobra on 22 Aug 2019, 14:45