სომხების და აზერების დანაკარგები 27 სექტმებრიდან 11 ოქტომბრის საღამოს ჩათვლით (ის რისი დადასტურებაც ნამდვილად შეიძლება ფოტო-ვიდეო მასალით):სომხების დანაკარრგები* 86 ტანკი (დანაკარგებში ითვლება როგორც განადგურებული ასევე მიტოვებული ტექნიკა), მათ შორის 25 T-72A მოდელი, 5 T-72AV, 12 T-72B, 44 კი ამოუცნობი მოდელის T-72
* 8 ჯავშანტრანსპორტიორი, მათ შორის 4 საბჭოთა MT-LB სერბული M-55 საზენიტო ქვემეხით, ხოლო 4 MT-LB საბჭოთა ზუ-23-2 საზენიტო ქვემეხით
* 18 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 9 BMP-2 და 9 BMP-1
* 1 BTS-2 ტიპის საინჟინრო მანქანა
* 21 გასაწევი ქვემეხი, მათ შორის 1 საბჭოთა KS-19, 14 ერთეული 122 მილიმეტრიანი დ-30 ჰაუბიცა, ხოლო 6 152 მილიმეტრიანი დ-20 ტიპის ჰაუბიცა
* 11 თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი, მათ შორის 7 ერთეული 122 მილიმეტრიანი 2ს1 "გვოზდიკა", ხოლო 4 2ს3 "აკაცია"
* 25 ზრცს, მათ შორის 22 ბმ-21 "გრადი", 2 ერთეული ჩინეთში წარმოებული შორ მანძილზე მოქმედი ზრცს WM-80, ხოლო 1 რუსული TOS-1 "ბურატინო"
* 8 ერთეული ნაღმმტყორცნი, 2 60 მილიმეტრიანი, ხოლო 6 120 მილიმეტრიანი, ყველა სერბული წარმოების
* 16 საზენიტო რაკეტების გამშვები, მათ შორის 10 ერთეული 9K33 "ოსა", 3 ერთეული საბჭოთა "სტრელა-10", 1 9K12 "კუბ" სისტემა, ხოლო ორიც უანალაგო ს-300 (გაუხურებული ლამპუჩკებით ოღონდ)
* 6 ერთეული რადარი, მათ შორის 2 19J6 (შედის ს-300 სისტემების კომპლექსში), 1 1S32 (შედის "კუბ" სისტემების კომპლექსში), 1 ცალი P-18 ტიპის რადარი, 2 ერთეულიც 36D6
* განადგურებულია ასევე უახლესი რუსული წარმოების დრონებთან ელექტრონულად ბრძოლის სისტემა "რეპელენტ-1"
* რაც შეეხება ავიაციაში დანაკარგებს, ჩამოგდებულია 1 სუ-25 მოიერიშე და რამდენიმე დრონი (ზუსტი ციფრის თქმა რთულია რადგან ხანდახან აზერების თავის დრონებს სომხურებად ასაღებენ)
* 159 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა (დაუჯავშნავი), მათ შორის სამხედრო სატვირთოები, ჯიპები, პიკაპები, ავტობუსები, მედევაკები.
* სტრატეგიული ობიექტებიდან, დასტურდება 8 ობიექტის განადგურება, მათ შორის 2 სამხედრო ბაზის, 2 სამეთაურო პუნქტის, 3 იარაღის საწყობის და ტექნიკური ბაზის, ასევე ასევე მძიმედ დაზიანდა სტეპანაკერტის აეროპორტი.
* სომხურმა შენაერთებმა ასევე დაკარგეს დიდი რაოდენობით მსუბუქი შეიარაღება და ამუნიცია, მათ შორის ახალი რუსული ტანკ-საწინააღმდეგო კომპლექსი "კორნეტები", ასეთი ტსმრ აზერებმა სულ 4 კომპლექსი ჩაიგდეს ხელში, რაკეტებთან ერთად.
* რაც შეეხება ცოცხალ ძალაში დანაკარგებს, ზუსტი ციფრის თქმა რთულია, თუმცა ჩემი პირადი აზრით სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ციფრი არ უნდა იყოს შორს რეალობასგან, სომხების თქმით ჰყავთ 429 დაღუპული. თუმცა სომხები არ ასეხლებენ მათ მხარეს მებრძოლი უცხოელი დაქირავებულების დანაკარგებს. დაჭრილები დაახლოებით 1000-2000 ფარგლებში მაინც უნდა იყვნენ.
*
დაიღუპა 22 მშვიდობიანი სომეხი მოქალაქეაზერების დანაკარგები
* 21 ტანკი, მათ შორის 3 ერთეული T-72A მოდელი, 6 ცალი T-72SIM-2 "ასლან", 9 ერთეული უცნობი მოდელის T-72, 2 კი რუსული T-90S
* 16 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მათ შორის 2 BMP-1, 11 BMP-2, 1 კი რუსული BMP-3
* 4 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორები, ყველა რუსული წარმოების BTR-82
* 1 IMR-2 ტიპის საინჟინრო მანქანა
* რაც შეეხება ავიაციაში დანაკარგებს, სულ აზერებმა 20 ერთეული საფრენი აპარატი დაკარგეს, მათ შორის 5 ერთეული უპილოტოებად გადაკეთებული AN-2, 1 ვერტმფრენი (Mi-8 ან Mi-17), 6 IAI Harop ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 1 Orbiter 1K უპილოტო, 8 ერთეული კი ამოუცნობი ტიპის უპილოტო.
* 11 ერთეული სამხედრო სატვირთოები, მათ შორის რუსული "ურალები" და "კამაზები", ასევე ბელორუსული "მაზები"
* ცოცხალ ძალაში დანაკარგების თქმა რთულია, რაც დასტურება, არის ის რომ აზერების მხარეს დაიღუპა 107 სირიელი დაქირავებული, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ჩემი აზრით აზერებს 450-500 დაღუპული უნდა ჰყავდეთ(სირიელების გამოკლებით), ხოლო დაჭრილების რიცხვი ისევ 1000-ის ფარგლებში.
*
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 41 აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი