პიროვნული კულტები არ მიყვარს. არასდროს ვუჭერდი მიშას მხარს, როცა ხელისუფლებაში იყო. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლების ქებას ყოველთვის ლაჩრობასთან ვაიგივებდი. თუ კაცი ხარ, უნდა ადგე და გააკრიტიკო. არ მოერიდო. არ დაინდო.
როდესაც არჩევნები წააგო, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ არჩევნების გზით შევცვალეთ ხელისუფლება, სასწაული მეჩვენებოდა. ალბათ ერთ ერთი დიდი შინაგანი სიხარულის გრძნობა რაც გამომიცდია. საყვარელი გოგო რომ პირველად გაკოცებს ან აბიტურიენტი რომ სასურველ უნივერსიტეტში ჩააბარებს, იმ გრძნობას შევადარებდი. დადიხარ და გრძნობ გულში რაღაც თბილი სხივს, რომელიც თავს გახსენებს მუდამ - "ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ! გავიზარდეთ როგროც ერი - თანამედროვე ერი. როგორც იქნა გავხდით დემოკრატია".
გარდა ამისა ვთვლიდი რომ მისი თავი ამოწურა. აგვისტოს ომიდან მოყოლებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. მისი არსებობა უკვე ზღუდავდა ქვეყნის განვითარებას - ბალასტად იქცა თავად და დროზე უნდა მოწყვეტილიყო. ასე ვფიქრობდი მაშინ.
მაგრამ იმ პოლიტიკურმა პროცესებმა, რაც მისი წასვლის მერე ვნახე, გამხადა მიშისტი. მიშისტი იმ გაგებით არა, რომ მისი დაბრუნება მინდა. ჩემი აზრით ეს კაცი აღარაა ვარგისი საპასუხისმგებლო პოსტისთვის. შინაგანი პოროხი, რაც ქონდა, დაიწვა. მისი დაბრუნება მეტად დაგვწევს უკან და კიდევ მეტ განხეთქილებას შეიტანს საზოგადოებაში.
მიშისტი იმ გაგებით გავხდი, რომ ცხადი შეიქმნა ჩემთვის: მიშა ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. ადამიანი, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც შეუძლებელი შეძლო.
ჰერკულესის თორმეტ გმირობათაგან ერთ ერთი იყო ავგიას თავლების გაწმენდა - ათასობით უკვდავი და ღვთაებრივი საქონლის დეკადებით დაგროვილი მძღ**რის გასუფთავება, რაც ფიზიკურად შეუძლებელ დავალებად ითვლებოდა. ზუსტად ანალოგიური გააკეთა ჩვენს რეალობაში მიშამ.
კორუფციული, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური მენტალიტეტის, პოლიტიკურ-ორიენტაცია არეული, სინდის შელახული ქვეყნისგან, გააკეთა თანამედროვე, ეფექტური და მიზანმიმართული სახელმწიფო, რომელმაც ძლიერად დააკაკუნა ნატოსა და ევროკავშირის კარებზე.
სახელმწიფო, რომელსაც ახლანდელმა ვერ შემატა რაიმე ხელშესახები. და ვერც ბევრი ვერ დააკლო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა. მიშამ დაიწყო შეუქცევადი პროცესები, რომელიც შედეგს აუცილებლად გაიღებს.
მისი მთავარი შეცდომა იყო აგვისტოს ომი. მაგრამ აქედანაც გამოვრჩით სარგებელს. მსოფლიომ ნახა რომ არ არის ეს ლოკალური ეთნიკურ ტერიტორიული კონფლიქტი. ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში, სადაც მთავარი მოწინააღმდეგე ბოროტების იმპერიაა. და ეს პირდაპირი შეჯახებაც ბოროტების იმპერიასთან, ალბათ იყო საჭირო, რათა ყველანაირი გზები და კავშირები გადაგვეჭრა ბნელ წარსულთან: რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა მოვიდეს, რუსეთი იქ ვეღარ ჩაგვითრევს. აგვისტოს ომმა პუტინის რუსეთს ფარდა ახადა და დაგვანახა ცხადად, რომ ჩვენი მომავალი არის დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო.
ჩვენს ეკლესიას აქვს ისტორია გამორჩეული მეფეების და პოლიტიკური მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის. აი სრული სიაც:
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...7db51542d8>=2ისეთები გამხდარა წმინდანი, ვინც თავად ებრძოდა ეკლესიას, როგორც დავით აღმაშენებელი. ეგ კი არა, წარმართი მეფეებიც არიან წმინდანად შერაცხულები.
თუ ვინმე იმსახურებს ბოლო 150 წლის მანძლზე წმინდანის შარავანდედს, სწორედ მიშაა. იგი უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პოლიტიკოსია ამ ხნის მანძილზე, და საერთოდ ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი ისტორიაში. ასევე 90 წლებიდან მოყოლებული, ერთ ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტური რეფორმატორი.
მიშას დაბრუნებას არ ვითხოვ. ვითხოვ მხოლოდ მის დაფასებას.
ბატონო პატრიარქო, შერაცხეთ ეს კაცი წმინდანად!
ააგეთ მის სახელზე ეკლესია.
აქვე თანაიუზერებს ვთხოვ შემომაშველოს იდეები, თუ როგორი ეპითეტით მოხდეს მისი კანონიზაცია:
წმინდა მიხეილ ...