საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ აშშ დოლარს ყიდულობენ და ყიდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სავალუტო ბაზარზე. 2016-2018 წლებში ბანკები წელიწადში საშუალოდ 14 მილიარდ დოლარს ყიდულობდნენ და 14.7 მილიარდ დოლარს ყიდდენ. ანუ სავალუტო ბაზარს უფრო მეტ დოლარს აწვდიდნენ, ვიდრე ბაზრიდან ყიდულობდნენ. 2019 წლის 8 თვეში (იანვარ-ივლისში) ბანკებმა 12.3 მილიარდი დოლარი იყიდეს და 13.3 მილიარდი დოლარი გაყიდეს, ანუ სავალუტო ბაზარს მილიარდი დოლარით მეტი მიაწოდეს.
2019 წლის 8 თვეში ბანკებმა ერთმანეთისგან შეიძინეს 1.4 მილიარდი დოლარი, არარეზიდენტი კომერციული ბანკებისგან 6.2 მილიარდი დოლარი, ხოლო იურიდიული და ფიზიკური პირებისგან 4.7 მილიარდი დოლარი. ბანკებმა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და 581 მლნ დოლარით მეტი მიყიდეს, ვიდრე მათგან იყიდეს.
https://forbes.ge/news/7031/ramden-dolars-y...-yidian-bankebi
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)