#55159198 · 26 Aug 2019, 19:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ænima-ს კოსმოსში გავუშვებდი, ძალიან ბევრი რამეა თავმოყრილი ამ ალბომში, ბნელეთი, სინათლე, სიმახინჯე, სილამაზე, იუმორი.
მადლობა იუმორისთვის Bill Hicks-ს, Rrreal fuckin'high on drugs!
Ænima ერთადერთი ალბომია რომელსაც წუნს ვერაფერში ვერ ვუდებ, დანარჩენ ალბომებზე რაღაცეები მომწონს, რაღაცეები არა.
Fear Inoculum-ზე რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა არის საკუთარი თავის პლაგიატი, 10,000 Days-ს შემდეგ 5 წელში რომ გამოეშვათ ეს ალბომი არ მექნებოდა პრობლემა, მარა ალბათ 13 წლის მოლოდინის ბრალია რომ უფრო განსხვავებულ რამეს ველოდებოდი. ახალი ალბომის ყველა სიმღერებში მომწონს გარკვეული მომენტები, მაგალითად სიახლეებიდან სინთეზატორებზე გადასვლები, მარა რომ ვთქვა რომ მთლიანად სიმღერები არა, საერთოდაც ძნელია 10 წუთზე უფრო გრძელ სიმღერაში ბოლომდე შეინარჩუნო განწყობა, ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ ყველა გადასვლები მოგეწონოს, ზოგმა შეიძლება თქვას რომ დრო უნდა გავიდეს და მერე უფრო მომეწონება, მარა ეგრე Lateralus-ის და 10,000 Days-ის გამოსვლიდან ხომ გავიდა დრო და Ænima-ს მაინც არ მირჩევნია.
Fear Inoculum-ზე უდავოდ ჩემი ფავორიტი ტრეკია 7empest იმიტომ რომ Undertow-ს სტილში დედისმუტლისტყვნაა, ცოტა ხნით მომეჩვენა რომ მიძინებულმა ახალგაზრდა მეინარდმა გამოიღვიძა. ყველაზე ნაკლებად ფავორიტი Chocolate Chip Trip, ეს მთლიანად ინსტრუმენტალური ელექტრონული ტრეკი რაღაც უშნოდ იყო ჩაკვეხებული და ვერ მივხვდი რისთვის. Danny Octopus-ის სოლო გამოსვლისთვის? ისედაც ყველა ზედმეტად აქებს Danny-ს, ეგ უნდოდა კიდე?
ზოგი საერთოდ იძახის რომ Fear Inoculum საუკეთესო ალბომია რაც კი გამოუშვიათ, ვნახოთ გამოკითხვაში რა გაიმარჯვებს.
--------------------
I am so dirty on the inside
|