http://www.2020news.ge/index.php/%E1%83%A1...%83%91%E1%83%90ოკუპირებულ აფხაზეთში, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ე.წ პრეზიდენტის სკამისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან - რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიცინია, ოლეგ არშბა, ასტამურ ტარბა, ალმას ჯაფუა, ლეონიდ ძაფშბა, შამილ აძინბა, ასტამურ კაკალია, არტურ ანქვაბი.
ცნობისთვის, დე ფაქტო აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზეთის მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
ის არანაკლებ 35 წელზე უფროსი და 65 წელზე უმცროსი ასაკის უნდა იყოს. პრეზიდნეტის არჩევის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიცე-პრეზიდენტსაც აირჩევენ. აღსანიშნავია, რომ სულ 152 საარჩევნო უბანია. სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთაც გაიხსნა - მოსკოვში, ჩერქესკში და სტამბოლში. ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უცხოეთში 4 500 ბიულეტინი გაიგზავნა. ამის შესახებ, დე ფაქტო აფხაზეთის ცესკოს სპიკერმა ელენა ლაბაუამ განაცხადა.
”2000 საარჩევნო ბიულეტენი ჩერქესკსა და მოსკოვში იგზავნება, 500 კი სტამბოლში. ბიულეტენები გადაეცემა ყველა უცხო საარჩევნო უბანს კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. ბიულეტენებს აქვს დაცვის მაღალი ხარისხი და მათი გაყალბება შეუძლებელია“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველად გერმანილი და ჩინელი დეპუტატები დააკვირდებიან.
„ამ არჩევნებმა დამკვირვებლების რაოდენობის მხრივ, შეიძლება რეკორდი მოხსნას. პირველად აფხაზეთში ბუნდესტაგის დეპუტატები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დეპუტატები და სხვა ევროპის ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან, არჩევნებზე დასაკვირვებლად“, - განაცხადა “რია ნოვოსტთან“ საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლაურა გალუსტიანმა.
...................................
https://netgazeti.ge/news/388435/საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება.
კონსტანტინიდის თქმით, ეს პირი კერძო სტატუსით იმყოფება აფხაზეთში და მას დამკვირვებლის ნებართვა ან უწყება საკანონმდებლო ორგანოდან არ აქვს.
“აფხაზურ პრესაში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებოდნენ. მოგეხსენებათ საოკუპაციო ძალა და საოუკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობენ პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ. გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის კერძო სტატუსით იმყოფება და მას რაიმე სახის რწმუნება ან ნებართვა არ აქვს იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს,” – აცხადებს კონსტანტინიდი.
დღეს, აფხაზეთში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენელი შტეფან კეუტერი, ბერლინის რეგიოონული პარლამენტის წევრი გუნერ ლინდმენი და ავსტიირს ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი პატრიკ პოპელი იმყოფებოდნენ. სამივე “ყირიმის მეგობართა ლიგის” წევრები არიან.
როგორც ისინი ამბობენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ტარდება. მათივე განცხადებით, ყველაფერი რაც არჩევნების მიმდინარეობისას ნახეს საკუთარ დასკვნაში ასახევენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილის 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.
....
უღიმღამო მეჩვენება ჩვენი საქარეოს განცხადება..
რა არის ეს ?
დაგვაჯვა ორმა კერძო პირმა რომლებიც ასევე ბუნდესტაგის წევრები არიან... დაარღვია ოკუპაციის კანონი..
პერსონა ნონ გრატად მაინც გამოაცხადეთ, ელჩი დაიბარეთ.. მოძრაობა გააკეთეთ თქვენი დშვც .. თორემ ასე ხვალ 2 კი არა 20 ჩავა და მერე ..
თფუ ...
This post has been edited by Hronos on 26 Aug 2019, 16:42