"ვერავინ შეძლებს საზღვრის დარღვევას, რა პროვოკაციაზეც არ უნდა წამოვიდეს საქართველო"- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი ბლოკპოსტების განთავსებას გეგმავს
19:43 2019-08-28
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოფიციალურ თბილისს „პროვოკაციულ ქმედებებში“ ადანაშაულებს, რაც მათი განცხადებით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საპოლიციო პუნქტების გახსნაში გამოიხატება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი დღეს ე.წ საზღვრის იმ მონაკვეთზე იმყოფებოდა სადაც მათი თქმით, ქართული მხარე ბლოკპოსტს აშენებს. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ცნობით ანატოლი ბიბილოვი სიტუაციას ადგილზე გაეცნო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ მესაზღვრეებმა კი ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რომელსაც კოორდინაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი უწევდნენ. ბიბილოვმა დავალება მისცა ოსური მხარის წარმომადგენელ მურატ ჯიოევს, რომ IPRM-ის მოლაპარაკებებზე დააყენოს პროვოკაციების შეწყვეტის მოთხოვნა.
„სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ჩვენი პოსტები აუცილებელ ადგილებში საჭირო რაოდენობით განთავსდება, ვერავინ შეძლებს საზღვრის დარღვევას, რა პროვოკაციაზეც არ უნდა წამოვიდეს საქართველო, ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ იქნება.“- განაცხადა ბიბილოვმა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=213138-%E1%...%83%95%E1%83%98