... ეთხელ გზაში, ჩემი ძმაკაცი მიყვებოდა მისი ბავშვობის მოგონების ასეთ ფრაგმენტს - პატარა თურმე საყვარელი და ბუთხუზა ყოფილა და სოფელში როცა ჩაჰყავდათ, იქ მასზე ბევრად უფროსი ბიძაშვილი გოგოები ესიყვარულებოდნენ - მოდი პომპლოზაზე(სკნუტუზე) მოგეფეროთო!...მთელი გზა ეს ტერმინი ისე აგვეკვიატა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ სიცილ-ღლიცინით ისე მივედით დნიშნულების ადგილამდე, სადაც დაზიანებული აპარატურის შესაკეთებლად კლიენტი სულმოუთქმელად გველოდებოდა. ჩვენი გამომეტყველების შემხედვარემ , ნერვიულად დაძაბულმა და გადაპრანჭულმა მენეჯერმა-ბაბომ საყვედურები სეტყვასავით დაგვაყარა - საცაა ღონისძიება დამეწყება, ისედაც დააგვიანეთ და კიდევ მასხრობის ხასიათზე ხართო?!...
...პასუხად ისღა მომაფიქრდა რომ მენეჯერ-ბაბოს მიუგე - დგვიანებისთვის ბოდიში ქალბატონო, მაგრამ თქვენი დაზიანებული აპარატისთვის პომპლოზა ძლივას ვიშოვეთმეთქი! ... ბაბოს გაბრაზებული სახე წამიერად გაკვირვებული ინტერესის მიმიკამ შეცვალა - რაო, პომპლოზაო, რა არის პომპლოზა, იქნებ ამიხსნათ და ჩემს შვილს ხვალვე შევუთვლი საზღვარგარეთ, 1-2 პომპლოზა სათადარიგოდ გამომიგზავნოსო!
...გვერდზე გავხედე ძმაკაცს ფერი ჰქონდა წასული და სიცილისაგან ხაოდა,სვეტი-ბაბო კი ჩაციკლულივით იმეორებდ - მდაა, პომპლოზა, პომპლოზა, რა უცნაური სახელია, ჩვენს ახალ დარაჯს უნდა ვკითხო ერთი, ამბობენ ისიც ერკვევა ტექნიკაშიო...
***
პომპლოზას ფენომენზე მოგვიანებით მოგახსენებთ,ჯერ ამაზე სიცილით კიდე გული უნდა ვიჯერო.
psyxo მეგობარო, სად ხარ ალავერდი შენთან ვარ ამ პოსტმოდერნისტულ ამბის-ამბავში, შენც თქვი ერთი-ორი სიტყვა და გაამხიარულე ოჯახი!
//P.S. ...მერე უკანა გზობაზე, იმაზე ვკაიფობდით - აიმ დარაჯსაც თუ ბალღობაში პომპლოზაზე ეფერებოდნენ, რა მაგარი სიურპრიზი ელოდებოდა ჩვენს დენიკინისდროინდელ სვეცკი-ბაბოსთქო!

//
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)