axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#55182433 · 31 Aug 2019, 08:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანუ რა მინდა გავარჩიო, თქვენთან ერთად.
ქანქარა ხომ იცით? იცით. ფიქსაცია ხომ იცით? იცით.
ხოდა ნებისმიერი განვითარების პროცესი არის სპირალური აღმასვლა.
ქანქარისებრი მოძრაობა და ზეასვლა.
მოძრაობა პოლუსებს შორის
რომელ პოლუსებს შორის?
მაგალითებს ჩამოვწერ:
მწარე, მტკიცე მორწმუნეობა, ეკლესიურობა ერთ მხრივ, მეორე მხრივ მტკიცე მატერიალიზმი, არარელიგიურობა.
ან
დასავლეთი, ლიბერალიზმი, ეპიკურიზმი ერთ მხრივ , მეორე მხრივ კი აღმოსავლეთი, აზია, კონსერვატიზმი, ტრადიციონალიზმი,
ან
მემარცხენეობა, სოციალიზმი, თუ გამაჩინე კიდეც მარჩინე , მეორე მხრივ მემარჯვენეობა, ჰომოჰომინისლუპუსესტ, დააშავე?დაისაჯე, მერიტოკრატია
ან
თავისუფალი სექსუალურობა , ლოვსექსრაკენროლ მეორე მხარს ჩადრი, გარიგებით ქორწილი, გამოთხოვილს სახლში არ შემოვუშვებ, ამბობს მამა შვჯლზე
ან
ეს მიწა ჩვენია, მარიამმა გვაკურთხა აქ მფლობელად და ყველა სტუმარი უნდა გაიკრიფოს, როცა ცოცხს მივაყუდებ კუთხეში , და მეორე მხრივ, რამხელა იღბალია რომ საკუთარი ქვეყანა გვაქვს, მადლობა მსოფლიო თანამეგობრობას, ფეოდალიზმი რომ იყოს ამის მესამედი მიწა იქნებოდა ჩვენი, შეგვჭამდნენ ფაქტობრივი მოსახლეობის დროშებით.
ან
დიფუზიის კანონით, როცა იქნება დიდი კოაცერვატი გადაგვყლაპავს. ჩვენ რუსეთის ლუკმა ვართ, ეს სახელმწიფობანა დროებითი მოვლენაა, ვერთობით ამით, არ ღირს განსაკუთრებული ნერვიულობა. და მეორე მხრივ, მერე რა რომ პატარა ვართ, სამაგიეროდ დედამიწის ცენტრამდე საქართველოა ეს დედამიწის ნაწილი ქვეყანა, წინაპრებისა და მომავალი დასაბადებელი საქართველოს წინაშე ვალდებულები ვართ ეს დროებითი კატაკლიზმები გადავიტანოთ და შევინარჩუნოთ საქართველო ნებისმიერ ფასად.
.................
ეს ქანქარა იყო.
ახლა ფიქსაცია
ფიქსაცია მაგალითად ისაა, პირველად რომ ნახავ ადამიანს და მერე ორმოცი წელი ჯსე იცნობ, როგორც ნახე პირველად. აი, მე შენ 1989 წლის 8-9 აპრილს რომ მენახე პირველად, სულ სხვა იქნებოდი ჩემთვის, ვიდრე ხარ, მაგალითად საუნაში საერთო ძმაკაცს ორივე რომ წავეყვანეთ ბოზებში, სულ სხვა იქნებოდი შემდეგი 40 წელი. პირველი შთაბეჭდილება, ან ემოციასთან შეჭიდული შთაბეჭდილება მუდმივ მახსოვრობაში გადადის. მაგალითად, 5 ძმაკაციდან ერთი, რომელთან ერთად ზღვაზე არდადეგებზე ვეჩხუბე 3 ვზროსლს, მთელი ცხოვრების ძმაკაცი დარჩა. (სხვები იქ უბრალოსდ არ იყვნენ, უბრალოდ არ მოხვდნენ ერთობლივ მძფრ ემოციებში.).
საქართველო დაიბადა მძაფრ ემოციებში, მაქსიმალური დამცირებიდან (რუსთაველზე რუსებმა გოგოები დაგვიხოცეს) თავის დახსნის მცდელობისას. დაიბადა რაღაც ტალღის ქიმზე, დაიბადა ქ ა ნ ქ ა რ ა ს იქით გაქნევით მიღებული პოტენციური ენერგიის (ღმერთი სისულელეა, ეროვნება უნდა გაქრეს, განვითარებული სოციალიზმი უკვე დადგა, შემდეგი ნაბიჯი უკლასო, ურელიგიო, უეროვნებო კომუნიზმი იქნება, შენ და ჩუქჩას ერთნაირი ბედნიერება გერგებათ). ამ პოტენციური ენერგიის. აქეთ, უკუღმა გამოქნევაზე ,
უკვე მეორე პოლუსზე მყოფ ამპლიტუდაზე :
ეს მიწა ღვთიშობლის წილხვედრი, ბორჯომი, ღვინო და ჩაი ბედნიერად გვაცხოვრებს, ჰოლანდია და ბელგია მიიწმოიწევიან და შუაში ჩვენ დაგვითმობენ ადგილს, საქართველოს. ყველას ვუყვარვართ ქართველები, რაც კარგები ვართ, ქართველები ვაართ, გენი, სიწმინდე, წმ გიორგის მახვილი, დავიბრუნოთ ტაოკლარჯეთი და ლორე, ტაშირ, საინგილო. მარიამ ღვთიშობელი გარანტიაა ჩვენი შემდგომი გამარჯვებების. აგერ გველაშაპი სსრკ უკვე დავამარცხეთ, ოსი და აფხაზი ვინღა მიგდია ფეხებში რო მებორკება. წინაპრების სისხლი, ცაში ქერუბიმები, წმინდა მეფეები, ვახტანგი (რეალობაში სპარსი), მიჰრანი(სპარსი),დავითი (ძელზეგამსმელი),თამარი(ერთგული ფეოდალჯსთვის თვალებისდამFხრელი, საკომპენსაციოდ კარავის საამებლად), ილია (მერე რა რომ ლიბერალი და პრაგმატიკოსი), ილია მეორე (სათნო, ჭაღარა, მომღიმარი, არანაკლებ ორი ოჯახის დამანგრეველი, მრევლის ქალთა ცდუნებით), ზვიადი (ხვლიკისფერი სვეტიცხოველის ამგები არსაკიძის ტკივილის შვილი).
შ ი ზ ო ფ რ ე ნ ი ა .
გერმანელებმა ფაშიზმი დაამარცხეს იმის ხარჯზე, რომ ფაშიზმმა იქ გაიმარჯვა 17 წლით, აღზევდა აავადმყოფა ერი და დატოვა მტკიცე იმუნიტეტი ფაშიზმის წინააღმდეგ.
ზვიადი ზვიადიზმზე უკეთესი იყო, ზვიადიზმი საქარFველოში არ დამარცხდა, იმიტომ რომ ჩვენ ტექნოლოგია დავარღვიეთ,
, ფეოდალიზმი შევფუთეთ სახელოთ პატრიოტიზმი და ვაკულტივირეთ ყველა შემდგომმა მთავრობამ.
ხოდა გავარჩიოთ როგორი დავიბადეთ, რითი შევიცვალეთ, განვვითარდით და რა დაგვრჩა ცუდი, სათრევ ჯვარად, მძიმე და ხრონგი იმ ფ ი ქ ს ა ც ი ი დ ა ნ , რაც გვერგუნა 1990-1991 წლებიდან.
რა გამოგვყვა ფიქსაციის ხარჯზე საქართველოს დღეს იმ შტერი, გამოუცდელი საქართველოსგან?
This post has been edited by axalirevolucia on 31 Aug 2019, 08:58
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|