#55188782 · 1 Sep 2019, 15:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემამ თოლებზე ცრემლები მომგვარა და ახლა ამ სტრიქონებს სულ სლუკუნით ვწერ და კალამს სისხლიან ცრემლებში ვლესავ. ეჰ... რა დრო იყო, ვარდების წვიმაში ზევსივით რომ სჭექდი და ელვებს აშხუილებდი მოცახცახე ედიკისტების კენწეროებზე და როგორ გიმღეროდა პოლიქრონიონს აწ ყოფილი გამარჯვებული ხალხის ტელეგიგანტი. ოხ წუთისოფლის სიმუხთლევ... მართლაც რა ზნე გჭირს და ასე წაღმაუკუღმა რას მიგვერეკები საფლობებისაკენ - რას გვერჩი, რა ისეთი უპატიებელი დავაშავეთ, რომ ადამიდან აქამდე ვერ მოვიხადეთ ეს უვადო სასჯელი?
როგორ გვიყვარდი სრუტუნ და რატომ გვიღალატე ბოზებში? განა არ იცოდი ბოზების ბუნება, რომ იმას წაეკუზებიან, ვინც მეტ ჯოჯოხეთის მანათობლებს გადაუხდის ლიქვნაში? იცოდი, განა არ იცოდი... მაგრამ მოგატყუეს ჩემო ღრუბელ-ღრუბელო მოშხუილევ და მოყვრები მტრებად მოგაჩვენეს, კაიფზე შეგსვეს და უკუღმა ჩაგახედეს პატიოსან თოლებში.
რამხელა იმედები და ოცნებები გაგვიცრუე და ბოლოს ცრუ ოცნება შემოგვაჩეჩე პანღურამორტყმული ცახესის ანაკონდური ღიმილით და... თავად ისე აითესე ქვეყნიდან, რომ დღემდე შორიდან გვეჯღანები მართალი კაცივით.
ტრაგედიაა გაქცეული მთავარსარდალი და მოვალე ხარ ეს ტრაგედია დაასრულო ტრიუმფალური დაბრუნებით, რომლის დროსაც ყველა შენი მტერი უკვე ქვეყნიდან გაქცეული დაგხვდება. ჯანდაბას თქვან ამ გაქცეულებმა, რომ ახლა იქიდან აქ გამოგაქციეს - მთავარია რომ დაბრუნდი!
შენ ისევ აქა ხარ, ჩვენს გულებში და გარე-გარე შენი ორეული დადის. გამოდი და თქვი, რომ არსადაც არ წასულხარ და სარდაფში იმალებოდა ეს წლები კონტრევოლუციონერივით და კონსპირაციულად გვეკონტაქტებოდი ინტერნეტით, რომ ეჭვი არავის აეღო. დედა და სანდრაც ხომ თითქმის სულ აქაა შენს სიახლოვეს.
წარმოიდგინე, რომ უცებ რუსთაველზე პარლამენტის წინ დადექი და ხმა გავარდა, რომ მიშა აქაა! მთელი საქართველო უცებ მანდ გაჩნდება შენმა სახილველად და გაოცებულნი დაგიჩოქებენ იმედიანი ვედრებით: გვიშველე და გვიხსენ მიშა ბინძური ოცნებებისგან!
|