#55191389 · 2 Sep 2019, 05:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ასეთი ამბავია, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბინების და სახლების შენება-რემონტში მაქვს გატარებული. ნუ ჩათვალეთ რო ჰობია.
ჩემი გამოცდილებით საქართველოში არ არსებობს უბრალოდ კომპანია, სადაც მიხვალ, ნახავ მათ ნამუშევრებს, დაგიწერენ ხარჯთაღრიცხვას და თუ ეს ყველაფერი მაინც მოახერხეს, საქმეს მაინც არ მიაფუჩეჩებენ.
ყველაზე ხარისხიანი რემონტი გამომივიდა მაშინ როცა მუშებს თავად დავადექი თავს. ანუ ქვის ხანაა. ისიც ომი და გამიშვი გამატარე.
დანარჩენი მქონია საქმე უფროს 50-60 წლის ტიპებთან, შედარებით ახალგაზარდებთან (ჯაან სვეცკი ბიჟნეშმენები რო არიან) ერთნაირად მატყუარა, მიმფუჩეჩებელი და გადამგდები სასტავი. დაუდე თუ გინდა ხელშეკრულება, მიაფართახებს ბოლოს და რა, მცხელა ეხლა მე სასამართლოებისთვის?
მოკლედ ვეძებ კომპანიას, გამოცდილებით და 10% სინდისით მაინც (მაგაზეც მადლობელი ვიქნები) ვინც გააკეთებს ინტერიერის დიზაინს და შესაბამისად რემონტს.
რაც ვნახე ნეტში არის რაღაც საოცრება, მალიარკა ა ლა ფარცხანაყანები იევრორიემონტად უწერიათ, საიტები არ უმუშავებთ, ან აქვთ მხოლოდ რენდერები ან მეილი აქვთ sosoie1111@yandex.ru ანუ მე მაპატიეთ და თრეში. ასეთები არ მინდა. თუ გეგულებათ სულ მცირე რაიმე ადამიანური სტანდარტების მქონე კომპანია (და არა აგერ ბიჭო რამაზას ბიჭს ბრიგადა ყავს დღლეზვაზე) იქნებ მომწეროთ ამ თემაში.
მადლობა წინასწარ და ბოდიში თუ არის ასეთი თემა და ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება.
პ. ს. განცხადებები კაი კაფელშიკი, პარკეტჩიკი და ა. შ. მყავს ნუ მომწერთ გთხოვთ. ზუსტად იმაშია საქმე რო მაგათი მენეჯმენტის ნერვი არ მაქ და მირჩევნია ზედმეტი გადავიხადო ოღონდ ეგ ამცდეს. მალიარი მყავს ერთადერთი ოქრო, კაცი და ადამიანი.
--------------------
«Правительство на другой планете живёт, родной…»
რადგან ჩემი ძმაი იყო ბოლოს მაინც მე დავმარხე
A home without a cat — and a well-fed, well-petted and properly revered cat — may be a perfect home, perhaps, but how can it prove title?
|