სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული ამ დროისთვის ისრაელსა და ჰეზბოლას(ირანი) შორის
დაახლოებით 2 საათის წინ ჰეზბოლამ შეტევა განახორციელა ისრაელის არმიის სამხედრო პოსტზე ლიბანი-ისრაელის საზღვარზე
ჰეზბოლამ 2 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა(შესაძლოა 3) გაუშვა ისრაელის არმიის სამხედრო პოსტის წინააღმდეგ, ჰეზბოლას ინფორმაციით მათ გაანადგურეს ისრაელის არმიის ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ნამერი", ხოლო მეორე მართვადი რაკეტა მოხვდა საგუშაგოს, ხოლო დაუდასტურებელი ინფორმაციით მესამე რაკეტა მოხვდა მსუბუქ ჯავშანმანქანას
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ჰეზბოლას შეტევა მათ სამხედრო ბაზაზე, მაგრამ ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ
ისრაელმა საპასუხოდ დაიწყო საარტილერიო დარტყმები ლიბანში, ასევე ჩრდილოეთ ისრაელში(ლიბანის საზღვართან ახლოს) ჩართულია საევაკუაციო სირენები
შესაძლოა ეს ყველაფერი ძალიან მალე ფართომაშტაბიან ომში გადაიზარდოს
ეხლა საინტერესოა რა იქნება ისრაელის პასუხი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ დაიმუქრა, რომ ისრაელის პასუხი იქნება უმკაცრესი
საპასუხოდ, ჰეზბოლას ლიდერმა ნასრალამ განაცხადა, რომ ჰეზბოლა(ირანი) სრულ მზადყოფნაშია ისრაელის წინააღმდეგ ომისათვის და რუკიდან გავაქრობთ ისრაელსო
ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ქასემ სულეიმანიმ განაცხადა, რომ ისრაელი უმკაცრესად დაისჯება სირია-ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო და პასუხი იქნება შესაბამისი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანში ჰეზბოლა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ასევე სირიაში ისრაელის საზღვართან(გოლანის მაღლობები) პრო-ირანული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლების მაღალი კონცენტრაცია არის
ასევე, ისრაელმა დაიწყო ძალების გადასროლა ლიბანის საზღვრის მიმართულებით
მოკლედ, სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული
HEZBOLLAH FIRES ANTI-TANK MISSILES AT ISRAEL, BOMB SHELTERS OPEN IN NORTH
https://www.jpost.com/Breaking-News/IDF-fir...n-report-600309ისრაელის სამხედრო პოსტის ადგილმდებარეობა, სადაც მოხდა ჰეზბოლას თავდასხმა

ებრაული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ნამერი"(რომელსაც მოხვდა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა)

ეს კი ებრაული მსუბუქი ჯავშანმანქანა "ვულფი"(რომელსაც ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით ასევე მოხვდა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა)
This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Sep 2019, 19:13