#53981474 · 25 Dec 2018, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხომ არ იცით ზურგის მასაჟი სად შეიძლება გავიკეთო ხარისხიანად? პროფესიონალი მასაჟისტი მინდა, არც უბრალოდ რო მომეფერის ზურგზე და არც ხერხემალში გადამამტვრიოს. დავგუგლე და ვერაფერი, სვუპზე და ჰოთსეილზე სრული სექსიზმია, მარტო ქალბატონებისთვის არის შეთავაზებები. ერთი ეს ვნახე მამაკაცებისთვის - https://www.swoop.ge/offers/135034/22-larad...ikashi-serafitiQUOTE | 1. მასაჟი მაღალი ხარისხის ნუშის ზეთით მთელს სხეულზე (ზურგი, კისერი, ხელები, ფეხები, ტერფები) 2. ვაკუუმ-მასაჟი რაბერის უნიკალური ქილებით ზურგის პარავერტებრალურ კუნთებზე 3. წერტილოვანი ვიბრო-მასაჟი თანამედროვე გერმანული აპარატით ხერხემლის და ქვედა კიდურების ძირითად ენერგეტიკულ არხებზე. 4. სთოუნ-მასაჟი ბაზალტის ვულკანური წარმოშობის ცხელი ქვებით. |
არც ნუშის ზეთი მინდა და არც რაღაც აპარატები თუ გაცხელებული ქვები smile.gif მინდა ხელით რომ გამიკეთოს პროფესიონალმა ზურგის მასაჟი. საკმაოდ დაძაბული მაქვს ზურგის კუნთები, 150-200 კმ 15-20 კილოიანი ზურგჩანთა ვათრიე წელს ლაშქრობებში, პლუს მაგას საათობით სამსახურში ჯდომა სამუშაო მაგიდასთან. უნდა გავატანო ძველ წელს დაღლილობა.
თუ გაქვთ გამოცდილება/ინფორმაცია, რას მირჩევთ?
--------------------
Mens sana in corpore sano...
|