იიიიიიიიიიიიიიშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშსსს!გავერთიანდეთ ჩვენი პრეზიდენტის გარშემო!
დღეს (და ხვალ) ის ხომ შეუცვლელია! 
ხალხო, ჩემგან არ გესწავლებათ, არსებობს ჟამი ქვების შეგროვებისა და ჟამი ქვების გაბნევისა (თუ გნებავთ სროლისა

)
დღეს საქართველო გადის ბეწვის ხიდზე და ამ ვითარებაში გვმართებს ყველანი ერთად დავდგეთ!
ეს ჭეშმარიტად არის ჟამი ქვების შეგროვებისა!
რამდენიც არ უნდა ავხტეთ და დავხტეთ და შევიძულოთ მიშა, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს რომ ავად თუ კარგად ჩვენმა პრეზიდენტმა აგვარიდა ის უდიდესი კატასტროფა რომელიც შეიძლება თავს დაგვტყდომოდა გავერანებული რუსის გაუგონარი აგრესიის ფონზე.
იყო შეცდომები, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ეს არ არის გამოუსწორებელი შეცდომები.
ისიც ფაქტია რომ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მიშა დღეს-დღეობით არის ერთადერთი,
ერთადერთი, ლიდერი რომელსაც შესწევს ძალა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატაროს და სამშვიდობოს გაიყვანოს! ეს თუ ასე არ არის, მაშინ გთხოვთ, მიპასუხეთ: ვინ არის სხვა ლიდერი? შეკითხვა მარტივია. პასუხი კი არ არსებული.
ნათელაშვილი? თუ რომელი ფსევდო ლიდერი, ის ხომ არა ახალი ალიანსი რომ გააფორმეს სულ ახლახან და ლიდერს ნიუ-იორკიდან რომ ელიან

ისიც მალე გაცხადდება რომ
ალიას ალიანსის ალასანიას არავითარი სურვლი არ აქვს და არც არის მზად ესეოდენ რთულ ვითარებაში ამგვარი მძიმე ტვირთი ზიდოს.
დღეს დღეობით ასეა! მომავალი 5 წელი მაინც (შეიძლება მეტიც, ხალხი გადაწყვიტავს...) რომ მიშა სააკაშვილზე უკეთესი ხელმძღვანელი ამ ქვეყანას ვერ და არ ეყოლება.
ეს არის რეალობა! ამიტომ მოდი ნუ შევჭამთ ერთმანეთს, ისედაც ცოტანი ვართ და ნურავინ იტყვის, არავის გვილხინს, გავერთიანდეთ და ერთად, ერთობლივი ძალებით შევებრძოლოდ ქვეყნის პრობლემებს რათა ჩვენს შთამომავლობას უკეთესი საქართველო დავუტოვოთ!
ის უდიდესი გამოწვევები რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ის უდიდესი განსაცდელი რომელიც მთელი ტრაღიზმით თავს დაგვატყდა გადამთიელი მომხდურის მხირდან, ის გლობალური სოციალურ ეკონომიკური კატაკლიზმები რომლებიც ცივილიზებულ საზოგადოებას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ის უდიდესი ტკივილი რომელიც გათავისებული აქვს თითოეულ ჩვენგანს, ჩენი აფხაზეთის, ჩვენის სამაჩაბლოს სახით, მოითხოვს სრულიად სახალხო კონცენტრირებულ ძალისხმევას, რათა ქვეყანა არ ამოვარდეს ბუნებრივი განვითარების ციკლიდან და არ აღმოჩნდეს დაღმავალი სპირალის შეუქცევად ტრაექტორიაზე, რომლის შეტრიალებასაც შემდეგ ათწლეულები და თაობები დასჭირდება.
ძალა ერთობაშია!დღეს შექმნილი ვითარება არ გვაძლევს ამ ფუფუნების საფუძველს, რადგანაც ფასეულობათა აღრევის შედეგად შესაძლებელია გაუთავებელი სპეკულაციების, ორჭოფობისა და გაუტანლობის მორევში აღმოვჩნდეთ.
უკაცრავად პირდაპირობისთვის!
მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდირება ჩვენი პრეზიდენტის გარშემო - ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!მიშა სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა
როგორც უახლოესი ისტორიის გმირი პრეზიდენტიმიშა სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც უახლოესი ისტორიის გმირი პრეზიდენტი!
რატოომ?!
მიშა სააკაშვილის დროს ქვეყანამ განვითარების უპრეცენდენტო ზღუდეებს მიაღწია. ის მიჯნები რომლებიც სააკაშვილმა თავისი ღირსეული მოღვაწეობის საწყის ეტაპზევე დაისახა მანვე უპრეცენდენტოდ უერთგულა. შედეგები კი სახეზეა: რეფორმებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო!
1. დსთ-ს მასშტაბით უპრეცენდენტო, საუკეთესო პოლიცია შეიქმნა პატრულის სახით!
2. კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა, პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში და სრულიად ახალი კულტურისა და ცნობიერების დამკვიდრება, ე.წ. მენტალური რევოლუცია!
3. განათლების სისტემის დეკრიმინალიზაცია და დესოციალიზაცია, რაც ნიშნავს კორუფციისა (მისაღები საგამოცდო სისტემის) და კლასობრივი მიდგომების (თსუ-ში მხოლოდ თბილისის "ელიტარული" სტუდენტები ხვდებიან) მოსპობას!
4. საუკეთესო, ევროპული დონის კულტურული და ურბანული ოაზისების შექმნა, განათებული თბილისი, გაჩირაღდნებული სიღნაღი, უამრავი, მსოფლიოში საუკეთესო, ევროპული დონის სკვერი და დასასვენებელი პარკი, მოწყობილი ბაგა ბაღების ტერიტორიები, საუკეთესო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები (სადაც ჩვენი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები იზრდებიან - ჯანსაღი ბავშვობიდან!)
5. ოკუპანტი, გავერანებული რუსის იმიჯის მსოფლიოში წარმოჩენა, იმის თვალნათლივ დაფიქსირება რომ რუსეთი და დემოკრატია ყოვლად შეუთავსებელი ცნებებია, კრემლის კრიმინალიტეტის საერთაშორისოდ გამოჭენება და საბოლოოდ გაკოტრება!
6. ჯარის მშენებლობა, საჯარისო შენაერთების უპრეცენდენტოდ გაძლიერება, ახალი ეროვნული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება, ჯარის პრესტიჟის ცნების საყოველთაო ცნობიერი და ქვეცნობიერი (პატრიტოული ბანაკები, სატელევიზიო ფილმები...) დამკვიდრება, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული უპრეცენდენტო, გაბედული ნაბიჯები, რაც გულისხმობს კონფლიქტების მკვდარი წერტილებიდან დაძვრას (რაც მისი წინამორბედის დროს ჩაკვდა და აღარაფერი კეთდებოდა!), იმის დიდი ალბათობა რომ მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მიშა შესძლებს ამ ორ რეგიონში ყინულის შემდგომ კიდევ უფრო მეტად გალღობას და საქართველოს გაერთიანებისკენ კიდევ უფრო მძლავრი ნაბიჯების გადადგმას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბოლოოდ დაგვირგივნებას!
7. უქნარა, უნიათო, აგენტურული, არაფრისმაქნისი, ჩასარეცხი ოპოზიციის გამოაშკარავებას, ჩასარეცხების ჩარეცხვას, კულტურულ რევოლუციას, ხალხის ცნობირების დაწმენდას და მოწყვეტას საბჭოთა დოგმებისა და კლიშეებისაგან (კულტურული რევოლუცია!), ბუტაფორიული სისტემების ნგრევას, პროგრესზე, დასავლურ ფასეულობებზე, ახალგაზრდულ შემართებასა და თავგანწირვაზე დაფუძნებულ საკადრო და მმართველობითი სისტემების შექმნას ქვეყნის ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შეუქცევადობის და ამ პროცესების უპრეცენდენტოდ გაღრმავების კუთხით, ქვეყნის გაძლიერებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტ-ნიორობის ჩარჩოებში დასავლური ორიენტაციის ურყევობას, შეუქცევადობას და აშშ-სთან სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძვლების ჩაყრას! (ჩარჩო ხელშეკრულებას!) ქვეყნის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოფას!
8. შენ დაუკაა!...
ღმერთმა გააძლიეროს და შეუდრეკელი მოთმინება მისცეს ჩვენს იმედს, საქართველოს მომავალს, სრულიად საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს!
ჩავდგეთ ჩვენი პრეზიდენტისა და ქვეყნის სამსახურში!გთხოვთ განვიხილოთ პოზიტივი და განვავრცოთ ის მნიშვნელოვანი მიღწევები რაც ქვეყანაში შეიმჩნევა.
სააკაშვილი შეუცვლელი ლიდერია!მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში უზრუნველყოფილი, კომფორტული, შთაბეჭდილებებით აღსავსე ცხოვრება და პერსპექტივებით აღსავსე კარიერა დატოვა და გაღატაკებულ საქართველოში, თითქმის გაუსაძლის პირობებში ჩამობრძანდა რათა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ვექტორის სწორად განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა მიეღო, ხოლო ის უზარმაზარი სოციალური პასუხისმეგებლობა რომელიც ჭეშმარიტად საჯარო მოღვაწის პოლიტიკურ საქმიანობას თან ახლავს ხოლმე და სხვადასხვა ინტენსივობით თავს იჩენს კრიტიკულ სიტუაციებში, თავის თავზე აიღო!
უდავოა რომ, მიშა სააკაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, წარმატებული ადამიანია. რომ არა საქართველოს ტრაღიკულ ბედთან მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის სრულიად გაცნობიერებული დაკავშირება, ის კიდევ უფრო შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწევდა... ის შესაძლებელია ყოფილიყო ბრწყინვალე ბიზნესმენი, იურისტი, პედაგოგი ან მოძღვარი, ორატორი ან პატრიოტი - რამეთუ, არსებობენ პროფესიონალი პატრიოტები, ზოგიერთი მათგანი იყენებს რა რელიგიას როგორც შთაგონების ინსტრუმენტს და სრულიად მართებულადაც.
მიშას უდიდესი პოლიტიკური ტაქტი, პრინციპულობა და შორსმჭრეტველობა, ადაპტაციის განსაკუთრებული უნარი, გლობალისტური და ჰუმანისტური ღირებულებები რომლებიც ეფუძვნება კაცობრიობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საუკეთესო პრეცენდენტებს, მისი გადამწყვეტი, კარდინალური ქმედებები რომლებიც გულისხმობს თანმიმდევრულობას, თვით-დისციპლინასა და წარმატებისკენ სწრაფვას, გვაცილებს იმას, რომ მისი წინამორბედისა და წარსულის მანკიერი გადმონაშთები და წარუმატებლობები გარდაისახოს ერისა და ბერის, ქვეყნის, სრულიად საქართველოს წარუმატებლობებში!
დღეისათვის ჩვენს გვაქვს ცივილიზებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო (ოპტიმისტებისთვის), ან უარეს შემთხვევაში მისი ჩანასახოვანი ფორმა (პესიმისტებისთვის!), რომელიც ეფუძვნება თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის პრინციპებს, ეთნიკურ, რელიგიურ და სოციალურ ტოლერანტობას, წარმატებასა და პროგრესისაკენ სწრაფვას, რაც ქვეკუთხედია ქვეყნის განვითარებისა და ინტეგრაციისათვის 21 საუკუნის პროგრესულ, ცივილიზებულ გლობალისტურ სტრუქტურებში. მისი
საკადრო პოლიტიკა, რომლითაც ჩვენმა პრეზიდენტმა მოიზიდა განსაკუთრებული ძალისხმევის მქონე, დასავლეთში განსწავლული შემოქმედებითი წვითა და პროფესიული თავგანწირვით აღსავსე კადრები, მისი მრავამლხრივი, წარმატებული
ინსტიტუციონალური მოწყობები, რომლებიც ეფუძვნება დელიკატური, პრაგმატული, დროული და ადექვატური გადაწყვეტილებების მიღების სამართლიან, საჯარო პროცესს, რომლებიც შემუშავებულია საერთო სახალხო, გამჭვირვალე, დისკუსიის, კრიტიკული ანალიზის და მრავალმხრივი კონსენსუსის საფუძვლზე, მისი პრაგმატული
საერთაშორისო პოლიტიკა რომელიც ეფუძვნება და აცნობიერებს სისტემურ, თანმიმდევრულ და ღირსეულ მოქმედებას მსოფლიო პოლიტიკურ-დიპლომატიური პრინციპების კრიტიკულ გასაყარზე, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული და ინსტიტუციონალური ინტერესები და იდეოლოგიები ურთიერთქმედებაში და ურთიერთდაპირისპირებასი მოდიან, იყო მისი პოლიტიკის არსებითი, ძირეული შემადგენელი, რომელიც ქვეყანას წაიყვანს კიდევ უფრო ნათელი და წარმატებული მომავლისკენ, მათ შორის ტერიტორული პრობლემების გადაწყვეტის კუთხით - პრობლემების, რომლებიც არახალია, რომლებიც არსებობდა არაერთი ათწლეულის მანძილზე და რომელთა გადაწვეტას ყოველი ჩვენგანის ერთად და თითოეული ჩვენგანის ცალცალკე, ძალისხმევა, თავდაუზოგავი ბრძოლა და შრომა სჭირდება!
ჩვენმა პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის საქართველის ჭეშმარიტი პატრიოტია და სიცოცხლესაც კი არ დაიშურებს მისი კეთილდღეობისათვის.
ღირსეულად დავუფასოთ ჩვენს პრეზიდენტს!
მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდირება ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის გარშემო - ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის სამსახურისთვის.მიხეილ სააკაშვილი საქართველოა!
მიშა=საქართველოს! დღეს ასეა... სამწუხაროდ...დღეს მსოფლიოში კრიტიკული გლობალური გამოწვევების, უზარმაზარი საფრთხის მატარებელი პოტენციური პლანეტარული მასშტაბის კატაკლიზმების ფონზე, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მეტად რთული და ძნელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან, რაც სულ ახლახანს ჯერ არნახული დერჟავული, გავერანებული აგრესიის სახით თავს დაგვატყდა ჩვენი ე.წ. ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან და რასაც სრულიად საქართველომ, მისი ღირსეული, გმირი, თავდადებული პრეზიდენტის მთავარსარდლობის პირობებში, საკადრისი პასუხი გასცა - ქვეყანა გადარჩა, მთავრობა არ ჩამოიშალა, დედაქალაქი შეურყვნელია, რუსის ჭეშმარიტი აგრესორის სახე მთელი მსოფლიოს დასანახად სააშკარაოზე იქნა გამოტანილი - ბუნებრივია ამგვარ ვითარებაში ჩვენი დღევანდელობის
ერთადერთი აქტივი ეს ბატონი მიხეილ სააკაშვილია!
მიხეილ სააკაშვილი ეს ის ინსტრუმენტია, ის ხიდია, ის გვირაბია რომლის ბოლოშიც სინათლის შუქი მოსჩანს - ჩვენი ქვეყნის წარმატებული, გამთლიანებული, მომავლის სხივით გაცისკროვნებული გამარჯვებაზე ორიენტირებული ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის, საქართველოს, იმედიანი მომავლის პერსპექტივა!
მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ძალუძს გვაზიაროს ნათელ მომავალს!
მიშა ქვეყნის დემოგრაფიული, კულტურული, მენტალური, სოციალური და რელიგიური ტრანსფორმაციის პრაქტიკულად ერთადერთი ლოკომოტივია ჩვენს დღევანდელობაში. იგი გვისახავს იმ საგზაო რუქას რომელიც მიუთითებს იმ ჭეშმარიტ მიმართულებას რომელიც ყველაზე მოკლე გზით მიიყვანს ქვეყანას ახალი შთამბეჭდავი გამარჯვებებისკენ, ახალი ქართული სოფლის აშენებისკენ, უფრო ძლიერი, მატერიალურად უზრუნველყოფილი ქართული ოჯახის, ეროვნული კერის დაფუძნებისკენ, რელიგიაზე, მართლმმადიდებლურ მრწამსზე და სოლიდარობაზე ბაზირებულ, დასავლურ ცივილიზებულ ფასეულობებზე ორიენტირებულ ღია, დემოკრატიული, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისკენ მიმართულ საქართველოზე!
ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ ახალგაზრდა, პროგრესული, თანამედროვე, კოსმოპოლიტური ქართული საპრეზიდენტო ინსტიტუტი დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგითა და ნდობით, მოწიწებით, სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, რომლის სასთუმალთანაც იდგა და დგას ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი სულიერი ტაძარი, ჩვენი ცნობიერი საყდარი, ერის ღირსების, პრეზიდენტის სიბრძნისა და სიდიადის, ქართული ეროვნული ცნობიერების ქვაკუთხედი და ნავთსაყუდელი.
პრეზიდენტის მოსახლეობაში ესეოდენი დიდი სიყვარული და 80 პროცენტიანი მხარდაჭერის მაჩვენებელი ასევე განპირობებულია ჩვენი ჭეშმარიტად ქართული, მრავალნაციონალური ცნობიერების, ტოლერანტული, გულუხვი, გულადი და შორსმჭვრეტელი პრეზიდენტის პიროვნული თვისებებითაც!
რა დასამალია და ჩვენს ახალგაზრდა, ახოვან, ვაჟკაცური გარეგნობის ევროპაში უპრეცენდენტოდ მაღალ, ახალგაზრდა, ბრძენ, პროგრესულ, დასავლურ-ფასეულობებზე აღზრდილსა და გლობალიზაციის ნაყოფთან ნაზიარებ, პირველად საქართველოს ისტორიაში ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდა პრეზიდენტს ქალთა სქესისათვის განსაკუთრებული მიმზიდველობაც ახასიათებს!

ადამიანი რომელიც რომ ქვეყანას ერთ მუშტადა ჰკრამს (და შეჰკრავს), ხოლო მისი წინამორბედის დანაწევრებულ საქართველოს და მის დაქცეულ ენერგეტიკულ სისტემას, რიონს ჰუდონსა თუ ენგურს, მეორე სუნთქვას და მესამე სიცოცხლეს გაუხსნის!
ღმერთო ადიდე და ადღეგრძელე ჩვენი მებრძოლი, გულადი და თავდადებული პრეზიდენტი რომელიც მზად არის საქართველოსთვის ჯვარზე გაეკრას!
დღესდღეისობით საქართველო მიშაა, მიშა კი საქართველოა!
მიშა=საქართველოს! (დღესდღეობით! ნეტავი ასე არ იყოს...)
მიშა ფორევა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ფიქრობთ თუ არა რომ ამ ეტაპზე საქართველო ბუნებრივი განვითარების საზღვრებში მოექცა?მე ვთვლი რომ ქვეყანა (გამომდინარე მისი დღევანდელი განვითარების დონიდან, იმ არამდგრადი, მანკიერი ფასეულობებიდან რომლებიც ჯერ კიდევ ფეხმოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაში მაგრამ თანდათან, თაობათა ცვლისა და განათლების სისტემის მოდერნიზების საფუძველზე აქტუალობას დღითიდღე დაკარგავს...) საქართველო ამ ეტაპზე ბუნებრივი განვითარების საზღვრებში მოექცა, რაც გულისხმობს ქვეყნის განვითარებას იმ დეფაქტო საზღვრებში რაც დღეს გაგვაჩნია, ცხინვალისა და სოხუმის გარეშე. ვასაბუთებ!
ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ამის განჭვრეტა დღეს შეუძლებელია და ჩვენ არ გვაქვს უფლება გარკვეული სირთულეების გამო უარი ვთქვათ ქვეყნის პერსპექტივაზე და მისი განვითარება შეუქცევად პროცესად არ ვაქციოთ. იმისათვის რომ ჩვენ კვლავ მოგვეცეს შანსი ვიცხოვროდ აფხაზებთან და ოსებთან, ამისათვის ჩვენ უნდა მზად ვიყოთ იმ X თარიღისთვის როდესაც ეს საკითხი დიდი ალბათობით ბუნებრივად დადგება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქვეყნის განვითარებით და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ინტეგრირების მაღალი დონით, როდესაც "საზღვრებს" მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა მიეცემათ და ვაჭრობა, სპეციალიზაციისა და კონკურენტული უპირატესობის პრინციპით, შეიძენს არსებითად ახალ დატვირთვას, ხოლო კომერიცია, სამუშაო ძალის თავისუფალი მიგრაცია დროებით და სამუდამოდ...იქნება კაცობრიობის უდიდესი მამოძრავებელი. (დაახლეობით ის პროცესები რასაც დღეს ევროგაერთიანების შიგნით აქვს ადგილი.)
ვიცი, ძალიან მომხიბვლელია ტურიზმის პერსპექტივა, ბიჭვინთისა და გაგრის სანაპიროები, სასტუმროები, დასვენება, ყველაფერი, მაგრამ ამ პერსპექტივას, მე ვფიქრობ, ჯერ ერთი ვერ და არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის განვითარება, რომ გინდა თუ არა დღესვე ამას მივაღწიოთ და მეორეც, ეს შეიძლება იყოს (ამ გადმოსახედიდან ესეოდენ მომხიბვლელი) შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში არც თუ ისე დიდი განსხვავების მომცემი, თუკი ჩვენ შევძლებთ განვითარებას, მიმზიდველი მოდელის ჩამოყალიბებას და ამით საზღვრების მნიშვნელობას უკანა პლანზე გადავწევთ. თან არ დაგვავიწყდეს, ომს სდევდა სისხლი, ეს ადამიანებში ხშირად ბადებს ირაციონალურ ინსტინქტებს, საჭიროა დრო რომ ეს განელდეს, წინა პლანზე წამოვიდეს ადამიანური ურთიერთობები და ურთიერთმომგებიანი, პარტნიორული ურთიერთობები. დრო კი ყველაფრის მკურნალია!
ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიომოთ და შევაკვდეთ და ეს საერთო ჯამში ან მოიტანს წარმატებას ან არა, თუ ქვეყნის განვითარებას დიდად შეაფერხებს. ან გვაქვს შანსი განვვითარდეთ და დაველოდოთ ხელსაყრელ მომენტს, ისეთი წინადადებების გასაკეთებლად რომლებზეც როგორც წესი უარს ვერ და არ ამბობენ. ეს ტერიტორიები არსად არ გარბის, თან ვერავინ წაიღებს, ვერც რუსი ვერც ვერავინ და ბოლოსდაბოლის აფხაზები და ოსები თავად მიხვდებიან რომ ჩვენთან მეტი შანსი აქვთ ვიდრე დიდ რუსეთთან, იგივე თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით. ეს ეთნოსები უკვე საუკუნეები არსებობენ, ნუ დაგვავიწყდება, და ჩვენთან ერთად მათი პერსპექტივა გაცილებით უკეთესი იქნება თუკი ჩვენ მოვემზადებით ამისთვის.
მე ამ ეტაპზე ვთვლი რომ ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელია არა ის რომ ცხინვალი ან სოხუმი "ჩვენი" არ არის (ვიცი დევნილების საკითხი რთულია მაგრამ არა გადაულახავი) არამედ უდიდესი საფრთხის მატარებელი იქნებოდა თუ 1. ჩვენ ვერ განვავითარებდით ჩვენს
ქვეყანს, ჩვენს ეკონომიკას და 2. ჩვენ ვერ შევქმნიდით პროგრესულ
განათლების სისტემას და ეს ორი ურთიერთ დაკავშირებულია!
თუ კვალიფიციური განათლების სისტემის პროდუქტმა, კვალიფიციურმა კადრებმა ვერ შექმნა კონკურენტუნარიანი წარმოებითი სისტემა (ზოგადად ვამბობ, არ იგულისმება მძიმე მრეწველობა და მსგავსი), მაშინ ქვეყანა ვერ განვითარდება. მუდამ იმპორტის და უცხოური ინვესტიციების იმედათ ქვეყანა ვერ განვითარდება. ამას მიღწევა 2-3 წელში შეუძლებელია, დრო დასჭირდება, მოთმინება უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ეს არის პროცესი და ამის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის არათუ განვითარება არამედ არსებობაც კი.
ქვეყნამ უნდა მოიპოვოს ბუნებრივი წონასწორობის წერტილი და აღმავალ ტრაექტორიას გაუყვეს.