- მაშა, მაშა, იმ მთელ-მთელ ხინლებს კარგათა ლაპამდი ისე გაციებასაც არ აცლიდი ... იი, განა არ მახსომს,რამდენი ჩავყარე მოსახარშადა, მე რამდენიცა ვჭამე, კუჭებიც იმდენი მიდევს თეფშზედა, შენ კიდე აქაო და შენზე ცოტა ვჭამეო, ხინკლი კუჭებიც ზედ მიაყოლე, ჰე-ჰე-ჰე!
ჰო, რა გაგიკვირდათ?!...ამ დილით პროფესორი ვოლანდი ყავაზე მესტუმრა და "ბიზნეს მამაო-ჩვენოსაც" მაზიარა!
...სისულელედ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სამაგიეროდ ამას რომ წაიკითხავთ, აღარ გაგიკვირდებათ რატომ არ ყვავის ქართული ბიზნესი:
- ბიზნესის მთავარი მტრებია - ფულის ფეტიში, რიჟა ბაზარი და ღორმუცელობა...აქ იმაზე კი არ არაა საუბარი რა წერია ნოტარიალურად დამოწმებულ პარტნიორთა სადამფუძნებლო კრების ოქმში, არამედ თავად სულისკვეთების იმ ანატომიაზე, რაც მე ჩემი თვალით მინახავს და განმიცდია ქართულ ე.წ. ბიზნეს-პარტნიორულ ურთიერთობებში...
...ურთიერთობებში, სადაც ცნება -"პარტნიორი" , სადამფიძნებლო კრების აღსანიშნავი პურ-მარილის მერე, როგორც წესი გადის ფრჩხილებს გარეთ და იწყება ჯერ არ დაწყებული ბიზნესიდან უკვე პარტნიორის მოტეხვაზე ოცნება❗️❗️❗️
...მიუხედავა იმისა, რომ გადაგდება-მოტეხვის პროცესის უმრავი ფორმა არსებობს, ბარბაროსულიდან დაწყებული, "ცივილურით" დამთავრებული, ამ პროცესის ანატომია ერთია, ფულის ფეტიში - "აფული გინდა ყველაფერში". ანუ ფული არა როგორც სახარჯი საშუალება, რომელიც ნაყოფიერ საქმედ უნდა იქცეს, არამედ ფული როგორც ასეთი, რომელიც იმ ყველაფერში გინდა, რის აზრზეც არა ხარ და რომელსაც მაინც ვერ ეღირსები იმიტომ, რომ შენი დამპალი გონება და წამხდარი კაცობა ფულის ნიშნის იქით ვერაფერს ხედავს.
//P.S. სწორედ გამიგეთ, აქ მხოლოდ ქართულზე არაა საუბარი, საუბარია უფრო ზოგადზე, რაც "ფულის ფეტიშის სამყაროს" ძირითად მახასიათებელია და რომელიც ქართულ საწყალი-კაცის სინამდვილეში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმენნა გულისამრევადაა თვალშისაცემი ... ამ ფეტიშს აქვს მეორე მხარეც - ნაბიჭვარის და სულით მევახის საბოლაო "მოგება"...მარჯვედ მოქნეული მაჩეტეს ღიმილი❗️ (მაჩეტემ ნამდვილად არ იცის ბიზნეს-ომბუდსმენი და ობშორი)//
This post has been edited by Stalker2005 on 2 Sep 2019, 08:14
მიმაგრებული სურათი