გამარჯობა,
მოკლედ ზუსტად 7 წელი ხდება რაც დეიგეიმ სამყარო აღმოვაჩინე 2011 წლის ნოემბერში და ამით გავილამაზე ცხოვრება, მივიღე უამრავი ემოციები და სასიამოვნო მოგონებები, რომელიც დღემდე გრძელდება. თბილისში აქტიური დეიგეიმერების ნაწილი ჩემი ზეგავლენით შემოვიდნენ ამ სამყაროში და შეცვალეს მათი უღიმღამო და ერთფეროვანი ცხოვრება.
ამჟამად ვარ 34 წლის და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს როგორც გეიმში ასევე ქოუჩინგში, რადგან როგორც ვახსენე არაერთ ადამიანის ცხოვრება შევცვალე და შევმატე თბილისს ახალი დეიგეიმერები.
ვმუშაობ პროფესიით, თუმცა მაქვს დრო იმისათვის რომ დეიგეიმშიც ჩავატარო ტრენინგები.
ორი მიზეზის გამო არ ვცადე დღემდე ქოუჩინგის სერიოზულად დაწყება
1) "ჩვენთან ხალხს ფული არ აქვს"
2) ქართული მენტალიტეტი და დაბალი შეგნების ხალხი "მე ძმაო ვინ რა უნდა მასწავლოს ჩმდდშვც ბეჰეჰე".
თუმცა, თუ არ სცდი ვერასოდეს გაიგებ ღირდა თუ არა. გადავწყვიტე პირველად გავაკეთო ასეთი მომსახურების შემოთავაზება და ვნახავ თუ რამდენად მოთხოვნადი იქნება.
ქოუჩინგს გავუძღვები მე და ჩემი მეგობარი, რომელსაც ბრიტანეთშიც აქვს დეიგეიმის პრაქტიკა მიღებული, თუმცა ძირითადად მე ვიქნები.
იქიდან გამომდინარე რომ ჯერ არ მაქვს საკამრისი ფინანსები რომ ფართი ვიქირაოთ და დიდ აუდიტორიაზე ჩავატაროთ ტრენინგები, გადავწყვიტეთ რომ პირველ ეტაპზე ავიყვანოთ მაქსიმუმ 2 ადამიანი. ქოუჩინგი წარიმართება გახსნილ სივრცეებში. ქუჩა, პარკები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ ტრენინგის ადგილებს თავად შევარჩევთ. ფასი თავიდან იქნება მინიმალური, რადგან სტარტაპია და ჩვენთვის საინტერესოა უფრო მეტად შედეგები ვიდრე შემოსავალი.
https://www.facebook.com/StreetCharismaPickup/ეს გახლავთ ახლად შექმნილი ჩვენი ფეისბუქის გვერდი და იქ შეგიძლიათ მომწეროთ პირობებზე და დეტალებზე,
ანონიმურობა დაცული იქნება.
პატივისცემით,
დიჯითალმენი.
This post has been edited by digitalman on 4 Sep 2019, 18:07
შით ჰეფენს, დიალ ვიზ ით.