
დღეს დიდუბის ბაზრობაზე, სამთო ქიმიის გადმოღმა, იქ სადაც ხორცეული და ყველი იყიდება უპატრონო ბებო ვნახე.
აი ესე ეძინა.
გამყიდველს ვკითხე იქვე რა ხდება მეთქი.
მუხრანელი ბებოა, იქ ძმა და ზმისშვილები ყავს, მეტს არაფერს ამბობს.
დღისით აქ ესე სძინავს, ღამით კი ქუჩაში ატარებსო.
პოლიციას ვუთხარით მაგრამ იმათმა ქაღალდების გარეშე ვერსად ვერ მივიყვანთო.
თვითონ ამბობს მიშა მიშველისო.
მე ვერ მივხვდი აქ რა გამოსავალია, იქნებ ვინმემ იცოდეს?
კათარზისში მივედი დღეს.
საქმის ვითარება აღუწერე.
მითხრეს აქ სულ 18 ადგილია ისიც ვიწროში არიან, თანაც რემონტს ვიწყებთ და ვისაც საშუალება აქვს დროებით ნათესავებთან ვუშვებთო.
თბილისის ზღვასთან არის სახელმწიფო თავშესაფარი, მაგრამ იქ წლობით დგანან რიგში და თანაც ჩაწყობა უნდა პარლამენტის დონეზეო.
ლეონტი ზრუნავს ამაზე, მაგრამ.....
http://karavi.ge/viewtopic.php?p=326245#326245
დღეს ისევ გავიარე, არ დამხვდა.
გამყიდველმა თქვა მთელი დღე აქ იყო და საღამოსკენ გავიდაო.
იქვე ვიპოვე დიდუბის მეტროს შესასვლელთან აფთიაქის წინ დაედო ხილის ყუთი და ზედ იჯდა, მერე წამოდგა, აფთიაქის კარების შესასვლელთან ნოხის ნაჭერზე დაყრილი სიგარეტის ნამწვები და ქაღალდის ნაფლეთები გულმოდგინედ აკრიფა და იქვე სანაგვეში გადაყარა.
გამოველაპარაკე, მითხრა ბინის საკითხზე მედავებიან და დამჩაგრეს წამართვეს და გამომაგდესო.
პირადობის საბუთები მაქვსო ყველაფერიო.მზია მქვია ზარიაშვილიო.
რითი არსებობ, რას ჭამ მეთქი.პენსია მაქვსო და ხალხიც მეხმარება ცოტას მაჭმევენო აი ზესტაფონელებიო და კიდევ ვიღაცაო (ალბათ იქვე მოვაჭრე ყველის ვაჭრებს გულისხმობდა).
ზამთარი რო მოდის და აცივდება რას იზავ მეთქი.
რა და
მიშა მიშველის , სახლი აუშენებია თემქაზე უსახლკარო მოხუცებისთვისო.
მიშა როგორ გაიგებს შენ ამბავს მეთქი და არ ვიციო.
ფული მივეცი მშიერი იქნები რამე იყიდე თქო და მკაცრად იუარა.
მერე რამდენიმე დაჟინებული შეთავაზების შემდეგ მორცხვად გამომართვა და წამოსულს უკნიდან რამდენჯერმე მადლობა მომაძახა.
ხალხო - კარგია რომ ქვეყანაში ახალი შენობები, გზები და ქანდაკებები იგება
მაგრამ რაღაც იღონოს სახელმწიფომ ასეთი უმწეო ადამიანებისათვის!
This post has been edited by basa-ttt on 28 Oct 2010, 09:04