სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
„როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი. შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება.
თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.
და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწვყეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“- წერია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას ოპოზიციისა და დაღუპული პოლიციელის ოჯახის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
საქმე ეხება 2014 წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას. გამოძიების ინფორმაციით, რამაზ დევაძემ პოლიციელ თარაშ მუკბანიანს თავისივე იარაღიდან ესროლა. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, რამაზ დევაძე კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს. მან მკვლელობისთვის მისჯილი 12 წლიდან მხოლოდ 4 წელი მოიხადა, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ კი პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
დაღუპული თარაშ მუკბანიანის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტისგან განმარტება მოითხოვეს, რის საფუძველზე შეიწყალა მან პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული. ოპოზიციამ ზურაბიშვილი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია და კითხვებს აჩენს.
სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო.
29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/115823/p...ebas-avrtselebsიმპიჩმენტი რომ დაიწყონ ის ჯობია ამის ამდენი სითავხედის ატანას