"ქოცების" რეჟიმის კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული და ავტორიტარული გადაწყვეტილება, რომელიც რატომღაც მედიის მიერ იგნორირებულია. ან მე გამომრჩა და პარდონ...
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი მთავრობამ 2014 წელს შექმნა. მისი მიზანი იყო ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია და მთარგმნელობითი მუშაობის წახალისება. იხ. ჯერ კიდევ ცოცხალი ვებ გვერდი
http://book.gov.ge/ka/about/gnbcსაბოლოო ჯამში ეს იყო წარმატებული პროექტი, რაც აჩვენა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალმაც. ფესტივალის შემდეგ ცენტრი გაუქმდა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ხელისუფლების შურისძიება მწერლებზე, რომლებმაც გაბედეს და ფრანკფურტში კრიტიკული აზრი გააჟღერეს, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.
QUOTE |
სულ რაღაც სამი თვისა და სამიოდ კვირის არჩეული იყო მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, როცა მას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით მოუწია გამოსვლა. უცნაურია, მაგრამ სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იქცა მმართველი გუნდისთვის დიდ თავისტკივილად. მოულოდნელად, ნებსით თუ უნებლიეთ ქართველი მწერლების აზრი, რომელიც ქვეყნის შიგნით იმ დრომდე დიდად არავის აინტერესებდა, მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო ჭრილში. ამან გარკვეული შიშები და უხერხულობები გამოიწვია, რადგან, ასე თუ ისე, ყველამ იცის, რომ მწერალს დასაკარგი არაფერი აქვს, რომ ის სიმართლეს ილაპარაკებს. ფაქტობრივად, ამ სიმართლეს გადაჰყვა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელიც მწერლებს არათუ გზას უღობავდა ტრიბუნისკენ, არამედ გზას უხსნიდა მათ და აძლიერებდა. მახსოვს, გახსნაზე გვერდით ერთი მნიშვნელოვანი გერმანელი ლიტერატორი მეჯდა. როცა მამუკა ბახტაძეს საქართველოს შესახებ (პირველი ვაზისა და ღვინის ქვეყანა, უძველესი დამწერლობის ქვეყანა) ცოტა არ იყოს სიტყვა გაუგრძელდა და დარბაზში აქა-იქ გადაჩურჩულებები გაისმა, გერმანელი ლიტერატორი ჩემკენ გადმოიხარა და მკითხა: „რას გრძნობ ახლა? ალბათ, ძალიან გრცხვენია...“ |