LenaFlowerშენს წინა თემაში ვისი ლექსიც დავპოსტე ბოლოს
ოთახიდან ნუ გამოხვალ
მაგ შეცდომას ნუ დაუშვებ, შენს ოთახში იყავ.
მზეს რად გინდა შეეფიცხო, თუ ეწევი შიპკას?
კარს იქითკენ აზრს ნუ ეძებ - აღტაცების ხმაში.
მხოლოდ საპირფარეშოში - და მობრუნდი წამში.
ო, ნუ გახვალ ოთახიდან, ნურც შინ უხმობ ხალისს.
რადგან ეს სამყარო ერთი დერეფნისგან არის -
მრიცხველით მის ბოლოს. და თუ შემოვა შინ ვინმე,
მყისვე უბრად გააძევე, ნურც გაახდევინებ.
ოთახიდან ნუ გახვალ-თქო; ვითომ სენმა კავი
მოგსდო. ვის უნდა დაუთმო კედლები და სკამი?
რა აზრი აქვს გასვლას? - მაინც ისევ უკან მოხვალ,
ისეთივე ზუსტად, თუმცა ნაგვემს გელის ოხვრა.
ოხ, ოთახიდან ნუ გახვალ. ამუღამე ცეკვა,
ისე, რომ ფეხსაცმელები უწინდებოდ გეცვას.
თხილამურის საცხის სუნი შემოსასვლელს ეკვრის.
ბევრი გიწვალ-გიშრომია; რაღა გინდა მეტი?..
ოთახიდან ნუ გახვალ. ჰო, დე, ოთახმა მხოლოდ
იმკითხაოს შენს იერზე. ინკოგნიტოდ ცხოვრობ -
ფიქრობ - ანუ ცოცხლობ? - გულის ფორმის იარავ,
გარეთ უშნო ხედს თუ ნახავ - საფრანგეთს კი არა.
ნუ იქნები შტერი!
იყავ, ვინც ვერ შესძლეს სხვებმა.
ნუ დატოვებ ოთახს! ანუ, მიეც ავეჯს შვება,
შპალერს სახით შეერწყი და ბარიკადებს იქეთ,
კოსმოს-ეროს-ვირუს-რასებს ყოფა "აქეიფებს".
ორიგინალში უკეთესია