Ratatat
corps sans organes

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3026
წევრი No.: 126955
რეგისტრ.: 4-February 11
|
#55225020 · 9 Sep 2019, 18:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმპოტენტი ჯორჯი და ფრიგიდული ქალები ანუ ეროტიკულ-სიურეალისტური პიესა აბსურდულ-დადაისტური ელემენტებით,რომელიც არასდროს არსად არ დაიდგმება. გაზიარება გადმოწერა
ჟორჟ ბატაი თარგმანი ფრანგულიდან - სანდრო აბაშიძე
ეძღვნება მარკიზ დე სადის ნათელ ხსოვნას.
პერსონაჟები:
ჯორჯი _ შუა ხნის იმპოტენტი მამაკაცი; თაინა _ შუა ხნის ფრიგიდული ქალი; ბებერი სტრიპტიზიორი; ჟან-პოლ სარტრის სული; მაყურებელი.
მოქმედება პირველი
სცენა წარმოადგენს აბსოლუტურად ცარიელ სივრცეს ყოველგვარი დეკორაციისა და სხვა ელემენტების გარეშე. ჯორჯი, ფეხშიშველი, აცვია ღამის პიჟამო,თავზე დაფნის გვირგვინით,დადის ცარიელ სცენაზე და მოსთქვამს.
ჯორჯი: _ ოოო, რა სასტიკი ხარ წუთისოფელო!!!
ასე გრძელდება ზუსტად 122 წამის განმავლობაში.
ჯორჯი: _ გულდასმით შევისწავლე ფილოსოფია, შევითვისე სამართალიც და ფსიქოლოგიაც, და საუბედუროდ, ფსიქოანალიზისა და თეოლოგიის დაუფლებაზეც ვიმტვრიე თავი, მაგრამ რად გინდა! მაინც სნობს მეძახიან. ეეეჰ, რა ვულგარული ხარ სამყაროვ!
შემოდის თაინა, გახარებული, გაბრწყინებული სახით.
თაინა: _ როგორა ხარ ჯორჯ? იცი, დღეს სამი კაცი ვცემე ვერბალურად. ჯორჯი: _ ხის კენწეროზე ჩამომჯდარი კაჭკაჭი ღრუბლებმა დასერეს ზეცა კამკამა ნაღველი ჩამოიღვენთა თვალებში თაინა: _ გავიგე რაღაც ახალი იდეა გქონია. ჯორჯი: _ ბურუსით მოცული ცნობიერება ანათებს სხივი მნათობის ეულად გვირაბში სინათლე აციმციმდა თაინა: _ თუ ისევ აქციების მოწყობას აპირებ, იცოდე, ჩემი იმედი აღარ გქონდეს. ჯორჯი: _ ჟურნალი. თაინა: _ ჟურნალი? ჯორჯი: _ ჟურნალი. თაინა: _ რა ჟურნალი? ჯორჯი: _ კინოჟურნალი. თაინა: _ კინოჟურნალი? ჯორჯი: _ კინოჟურნალი.
ახალი იდეით ფრთაშესხმული ჯორჯი და თაინა ხტუნვას იწყებენ.
თაინა: _ რა კარგია, რა მშვენიერია ჯორჯ. კინოჟურნალი. ეს ხომ ჩვენს ოცნებათა აპოგეაა. ჯორჯ, შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ ვისაც ასე თუ ისე ვიტან. ჯორჯი: _ ალბათ იმიტომ, რომ მე იმპოტენტი ვარ, ხოლო შენ ფრიგიდული და ჩვენი ლიბიდო ხელს არ გვიშლის ინტელექტუალურ შემოქმედებაში. თაინა: _ მართალი ხარ ჯორჯ. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე ჩვენ რომ საკუთარ ეგოს საშუალება მივცეთ გვაკონტროლოს ჩვენ და ჩვენი ემოციები და ინსტიქტები. ღმერთო, რა საშინელებაა, ამაზე ფიქრიც კი მზარავს. ჯორჯი: _ ძირს ეგო! თაინა: _ ძირს!
ეგზალტირებული წყვილი ცეკვავს ტვისტს.
ჯორჯი: _ კინო უნდა იყოს თავისუფალი ინდივიდუალიზმისაგან! თაინა: _ კმარა პატრიარქალური არქეტიპებით ტკბობა! ჯორჯი: _ ადეკვატურობა - აი რა აკლიათ დღევანდელ რეჟისორებს. ისინი გარესამყაროს ვერ ხედავენ. გაახილეთ თვალები და დააფიქსირეთ გარესამყარო. მარადისობაში ჩააჭედეთ დღევანდელობა! თაინა: _ ძირს ესთეტიზმი!
მოქმედება II
არაფერი არ ხდება. მაყურებელს ლიონიდან მოწვეული \\\"საფრანგეთის უხუცესი სტრიპტიზიორის\\\" ტიტულის მქონე ქალბატონი ართობს.
მოქმედება III
სცენაზე გამოდის ჯორჯი, წითელი დროშით, რომელზედაც გამოსახულია მარქსი, მარკუზე და მაო.
ჯორჯი მაყურებელს მიმართავს.
ჯორჯი: _ თქვენ გგონიათ მას ეს სიამოვნებს? არა მეგობრებო, არ სიამოვნებს, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების გამო ის იძულებულია თავი დაიმციროს და გაიხადოს, გაშიშვლდეს ფიზიკურად, მაგრამ არა სულიერად, რადგანაც ის ადამიანია, ხოლო ადამიანი სიკეთის იპოსტასია. დიახ, დიახ, რატომ გაგიკვირდათ? სწორედ იპოსტასია. და სად არიან ამ დროს ჩვენი ძვირფასი ხელოვანები? ისინი საკუთარი თავით ტკბებიან იმის ნაცვლად რომ აი ასეთ ადამიანებზე ფილმები აკეთონ. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ესთეტიზმს ხელოვნებაში. ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. შეგიძლიათ მემარცხენე ან სულაც სოციალისტი მიწოდოთ, - და მაინც, ჩემი რწმენა ბრბოს ნაწილაკის მიმართ, ჩემი სიყვარული თვითოეული ადამიანის მიმართ უცვლელი დარჩება. გაუმარჯოს ადეკვატურობას!!!
მქუხარე ტაშის ფონზე თავაწეული ჯორჯი ტოვებს სცენას.
მოქმედება IV
ფარდა არ იხსნება. ამის ნაცვლად ზემოდან ჩამოდის ეკრანი, შუქი ქრება და იწყება ფილმი. ნაჩვენები იქნება ფილიპ ლე გროსის 22 წუთიანი ფილმი“სპერმატოზოიდი და კაცობრიობა”
\\\"სპერმატოზოიდი და კაცობრიობა\\\" _ ცნობილი კანადელი ფიზიოლოგისა და სექსოპათოლოგის ფილიპ ლე გროსის 1939 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც დაწვრილებით, სრულიად დეტალურად არის განხილული სპერმატოზოიდის როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის და მთლიანად ცივილიზაციის განვითარებაში...
მოქმედება V
ეკრანი ისევ ადის. შუქი ინთება. დარბაზი ზუსტად შუაში იპობა თითქოს და სიღრმეში შემოდის სცენა,რომელიც ოვალურად დაფარულია ფარდით.სცენა ჩერდება შუაგულ დარბაზში ისე რომ გარშემორტყმულია მაყურებელით. ფარდა ადის და ვხედავთ ცარიელ სცენაზე პირისპირ მჯდომ თაინასა და ჯორჯს.
ჯორჯი: _ ირა ვოდომლანსკაიას რომანი წამიკითხე რა. თაინა: _ რომელი? ჯორჯი: _ ბოლო რომანებიდან ნებისმიერი, შენ თვითონ აარჩიე.
თაინა საკუთარი ტრუსიკიდან იღებს პატარა წიგნს, \\\"ლამანჩელი ქალწულის იმედგაცრუებული დედის შესახებ\\\",და კითხვას იწყებს. ... ჯორჯს კონვულსიები ეწყება, თაინა წყვეტს კითხვას და საშველად უახლოვდება.
ჯორჯი: _ არა, გააგრძელე, არ შეწყვიტო. რაღაც ენერგიის აკუმულირებას ვგრძნობ.
თაინა თხოვნას ასრულებს. იატაკზე გაწოლილი ჯორჯი ხელებით სხეულს ეხება.
ჯორჯი: _ ვაიმე, თაინა! თაინა: _ რა მოხდა ჯორჯ, ხომ არ შევწყვიტო? ჯორჯი: _ არ გაბედო. არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ ის გამიმაგრდა. თაინა: _ რა გაგიმაგრდა? ჯორჯი: _ თაინა, ეს სასწაულია, მე ერექცია მაქვს. ნამდვილი ერექცია. თაინა: _ ნუთუ ეს შესაძლებელია? ჯორჯი: _ გინდა განახო? თაინა: _ კი, მინდა, მანახე როგორია.
ჯორჯი იღებს ერეგირებულ პენისს და თვალებგაფართოებული თაინას თვალწინ ონანირებას იწყებს.
თაინა: _ ახლა შენ წაიკითხე.
ჯორჯი წიგნს ართმევს, ცალ ხელში იჭერს და კითხვას იწყებს. თაინა იატაკზე წევს და წელსქვევით შიშვლდება.
თაინა: _ ჯორჯ! ჯორჯ! შენ ვერც კი წარმოიდგენ ეს რა გრძნობაა! ჯორჯი: _ როგორ, თავს, კარგად, ხარ, ყველაფერი?;+.] თაინა: _ ფანტასტიურად ჯორჯ. იქ ყველაფერი სველია უკვე. ჯორჯი: _ თაინა! თაინა: _ ჯორჯ! ჯორჯი: _ თაინა, კითხვა უნდა შევწყვიტო სექსი. უსაზღვრო და უკიდეგანო ვნება ბობოქრობს მაყურებლის თვალწინ.
პაუზა.
სექსი.
თაინა: _ მიდი, მომცხე. მაგრად ჯორჯ, დამანახე შენი ძალა. ჯორჯი: _ შე მამაკაცო-თქო მითხარი. თაინა: _ ფუ შე კაცო, შე პენისიანო ღორო. ჯორჯი: _ ხო, ხო, კაცი ვარ. მრცხვენია, მაგრამ მამაკაცი ვარ. კიდევ გინდა შე ბოზო? თაინა: _ კი, კი, კი. მცემე ჯორჯ, მაგრად მცემე.
ჯორჯი სცემს თაინას.
თაინა: _ მე ბედნიერი ვარ ჯორჯ!
პაუზა. პაუზა. პაუზა.
ჯორჯი: _ მეც თაინა!
დუმილი. დუმილი. დუმილი.
თაინა: _ მე მიყვარს შენი მამაკაცური ფალოსი ჯორჯ!
ჯორჯი და თაინა სცენის შუაგულში ერთმანეთში ჩახვეულები წვანან.
ჯორჯი: _ სათაური მოვიფიქრე ჟურნალისთვის თაინა. თაინა: _ რა ჟურნალისთვის? ჯორჯი: _ როგორ, უკვე გადაგავიწყდა? ჩვენი ჟურნალისთვის. თაინა: _ მახსოვს, კი, ჟურნალი. ჯორჯი: _ ჟურნალს უნდა დავარქვათ \\\"სექსი, სექსი, სექსი და სინემა\\\". თაინა: _ ხო ძვირფასო, სექსი განკურნავს იმპოტენტ და ფრიგიდულ კინომცოდნეებს. ჯორჯი: _ ჰაილ...
--------------------
Social media destroys the capacity for empathy. Detox from the all-pervading addiction of social media, and ride the tides of the Kali Yuga with intentional grace.
|