#55227028 · 10 Sep 2019, 07:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვამბობთ ოცნებას, ვგულისხმობთ პრემიერ მინისტრს.
საღამოს ცხრა საათის შემდეგ პოლიტიკოსებმა ბალხი მიატოვა. ერთ პოლიტიკოსს ვერ ნახავდი რუსთაველზე (ეს სიმართლე თქვა) 20 ივნისს პოლიტიკოსები აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას (ეს ტყუილი თქვა, ამ ფრაზის მართალობას მისივე ნათქვამი პირველი ფრაზა გამორიცხავს).
დაახლოებით 800 ტყვია ვისროლეთ (შეკითხვაზე პასუხი პარლამენტში, ეს სწორი თქვა, უნდა წავიკითხოთ ასე, მინიმუმ 800 ტყვია ვისროლეთ ხალხის მიმართულებით.
თუ ქორწილში ჩხუბი მოხდა და 10 მა კაცმა იჩხუბა, ეს არ ნიშნავს, რომ 210-მა კაცმა იჩხუბა. გამოძახებულმა პოლიციამ ის 10 კაცი უნდა დაიჭიროს და არა 210. არალეტალური ნიშნავს არასასიკვდილოს. გარკვეული პირობები თუ არ დაიცავი, პასტა, კენჭი, მარაო, ჩანგალი, თეფშიც ლ ე ტ ა ლ უ რ ი ხდება.
800+ ტყვიას ერთი ადამიანი შეეწირებოდა - ურთულესი ნეიროქირურგიული ჩარევით ტვინში მყოფი ტყვია ამოუღეს და მთელი სამი კვირა მკურნალობდნენ რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფს. მერე რა, რომ ვვარად ვვირგვლიანი ან კიკნაძე ან რობაქიძე არ იყო? თვალის ორი ურთულესი ტრავმიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მხედველობის სრული დაკარგვის მიზეზი. მეორე გადარჩა.
800 ტყვია ვისროლეთო, როგორ გეკადრებათ, არალეტალური არისო.
საახალწლო შუშხუნაც არალეტალურია, კენჭიც და ველოსჯპედის სპიციც, თუ დანიშნულებით იყენებ.
800 მიშვერილი ტყვია... მაგარი იღბლიანი ხალხი ვართ. მხოლოდ ეს ზიანი რომ გვაქვს შედეგად.
მერე საპარლამენტო შეკითხვებზე გახარიას ბასიანის რიოტის შემდგომი ბოდიში ჩაუთვალეს პლიუსად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობად ძალმომრეობის გადაჭარბების გამო.
როგორ შეიძლება ის ბოდიში ჩაითვალოს ბოდიშად, რომელსაც მოყოლებული პირობა (დავსჯი ვინც გადაამეტა) საჯაროდვე, მეორე დღეს იქნა მის მიერვე უარყოფილი და ოპერაცია დასახელებული იქნა როგორც კორექტული და ზომიერი (სიტყვებს ვერ გავიხსენებ, შინაარსი ეგეთი იყო).
აქ ჩამოვწეროთ ოცნების თავისი პირით ნათქვამი დანაშაულები.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|