#55239300 · 12 Sep 2019, 21:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასე ვთქვათ, მეტ-ნაკლებად გააზრებულ პოზიციას წარმოადგენს ზვიად ავალიანი მაგრამ ძალიან ადვილია დაინახა ამ პოზიციის პრობლემები:
1. ავალიანი ამბობს რომ თუ 80%-ს დაიცავ ღორებმა შეიძლება მიიერთონ აფსუისტანი და ცხინვალის რეგიონი. ანუ გამოაფრიალა საფრთხობელა რომელზეც გაეცა ძალიან მარტივი პასუხი - ან დე იურე ან დე ფაქტო რამე იცვლება თუ საღორეთი მიიერთებს ამ ორ ტერიტორიას? დე ფაქტო არაფერი არ იცვლება. აი დე იურე სიტუაცია ხდება ღორებისთვის პრობლემატიური და აი რატომ: - საღორეთში ცხოვრობს დაახლოებით 800000 საქართველოს ყოფილი ან ჯერ კიდევ მოქალაქე. საღორეთის კანონმდებლობით, საღორეთისს მოქალაქეებს არ ეზღუდებათ საღორეთის ტერიტორიაზე არც გადაადგილება და არც საცხოვრებელის შეძენა. ვინ უფრო მოიგებს აფსუისტანში დასახლებით ქართველი რომელსაც ადვილი ურთიერთო ექნება გალთან და სამეგრელოსთან თუ ვინმე სხვა, თუნდაც სომეხი? აფსუასების გადაშენება და გაქრობა ამ პირობებში 100-ჯერ უფრო დაჩქარდება ვიდრე თუნდაც მათი დაბრუნების შემთხვევაში. - იგივე მოხდება ცხინვალის რეგიონში. ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობა გორთან და თბილისთან ცხინვალის რეგიონისთვის ყოველთვის უფრო მომგებიანია ვიდრე თუნდაც ვლადიკავკაზთან ან დანარჩენ საღორეთთან. ასეთ რეალობაში, იქ მოსახლე ქართველები უფრო მეტ ეკონომიკურ და პროპორციულად პოლიტიკურ გავლენას მოიპოვებენ ვიდრე ტურები.
ანუ ეს არგუმენტი ვერ დე ფაქტო და ვერც დე იურე სივრცეში ვერ არსებობს "შიშს დიდი თვალები აქვს" გარეშე.
2. ავალიანი ასევე აცხადებს რომ სომხების საკითხი ჯავახეთში და აზერების საკითხი ქვემო ქართლში შეიძლება გახდეს პრობლემატიური. აქაც ვერ გავურბივართ რეალობას, რის საფუძველზე მოხდება ამ რეგიონების "პრობლემატიზაცია". ვთქვათ ღორებს სურთ და აქვთ ამის საშუალებაც და რესურსიც. რა პოზიციას დაიკავებს მაგალიტად სასომხეთი ან აზერბაიჯანი? სასომხეთს ჭირდება ყარაბახთან ერთად კიდევ ერთი პრობლემის აკიდება რომელიც არა მარტო პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის სასომხეთს, არამედ რეალურად ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცევს. საღორეთი შეძლებს ამ გეგმის განხორციელებას იმ პირობებში სადაც მათ არ აქვთ საერთო საზღვარი? იგივე სიტუაციაა აზერბაიჯანთან მიმართებაში. აზერებს პრობლემა აქვთ სასომხეთთან. საქართველოსთან სიტუაციის აჭრა მათთვის იქნება ძალიან პრობლემატიური. ეს არ შედის ჯერ ერთი თურქეთის ინტერესებში, მეორეც ერთი თვით აზერბაიჯანის ინტერესებში. ასეთ პირობებში, მარტო რუსეთს ძალუძს პრობლემის შექმნა?
მოკლედ, ბევრი "არგუმენტი" გაჟღერდა მაგრამ ყველაფერი დაფუძნებულია "ბუა"-ს პრინციპზე. რეალობაში, საღორეთმა ფეხი თვითონვე მოიჭრა როცა გავიდა იურიდიული სივრციდან, იმიტომ რომ დე ფაქტო ვითარებას როგოც 2008-მდე აკონტროლებდა ისე აკონტროლებს. აი იურიდიულად ყოველგვარი ბერკეტი მოშალა. მაგარი დედიმისისა ჭამა ღორმა 2008-ში და 11 წელია ნამცხვარი ვჭამეო გვიმტკიცებს.
რეალობაში, საღორეთის სრული იგნორი სანამ იგი არ დაბრუნდება სამართლებრივ სივრცეში არის ერთად ერთი მართებული სვლა.
ჩემი პოზიციას ნატოს მიმართ არის ცალსახა, მიგვიღებენ თუ არა, მე-5 მუხლით არავინ არ დაგვიცავს თუ ჩვენ თვითონ ვერ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა. უკეთეს შემთხვევაში დაგვეხმარონ მაგრამ ჩვენს მაგივრად არავინ არ იომებს. აქედან გამომდინარე, საღორეთს უნდა ავუხსნათ რომ სანამ აღიარება ძალაშია და ოკუპაცია რეალობაა, საუბარს აზრი არ აქვს. თუ შეასრულებენ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, ანუ მათთან დადებულ ერთ შეთანხმებას მაინც დააკმაყოფილებენ მთლიანად, შეიძლება დაიწყოს საუბარი სხვა შეთანხმებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში "საბაკა ლაეტ, ა კარავან იძოტ!"
80% დაცვის ნაწილობრივი გარანტიაც კი უკეთესია, ვიდრე დღევანდელი სიტუაცია.
|