#55240696 · 13 Sep 2019, 07:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი ასე შევხედოთ საქმეს.
ვთქვათ და ბიძინას უნდა მდიდარი, ძლიერი, ნატოში მყოფი გაერთიანებული საქართველო. (რატომ არ უნდა უნდოდეს რა, რუსია?, მაშინ ბენდუქიძეც რუსი გამოდის, ილია ჭავჭავაძეც და აკაკი წერეთელიც)
ვთქვათ შეადგა ამ გზას და მიარღვევს წინააღმდეგობათა ტალღებს უკვე მეშვიდე წელია, ც დ ი ლ ო ბ ს როგორც ესმის. რა? პრემიერმინისტრი რომ იყო, თავიდანვე ლიტვის ნაცვლად ბელორუსში ვერ წავიდოდა და ლუკაშენკოს ვერ შეაქებდა და ვერ გადაგვიყვანდა სომხეთ-ბელორუსიის რანგში? რა, შენ შეეწეინააღმდეგებოდი? იქნებოდი გასუსული და გასუნთქული, რუსეთი გადმოგიგდებდა რაღაც კანფეტებს, მაგალითად ჰორიზონტალური კავშირების კონფერენცია მოსკოვში "კავკასია -საქართველო") (დღევანდელი ქოცები და პატრიოტალიანსელები იტყოდნენ, რკმ აი, ხედავთ? სად ვიყავიF აქამდე!?ა,კაცი!)
ვთქვათ და გულწრფელად უნდა კარგი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო.
თ ვ ი თ ო ნ თუ არის საუკეთესო კანდიდატი ამ როლის შესასრულებლად? რუსეთს მისი პიროვნების წინააღმდეგ უფრო მეტი ბერკეტი ან კომპრომატი ხომ არ აქვს, ვიდრე ნებისმიერი ეძგვერაძის. მიმართ?
..................
და რა ვიცით, რომ სწორედ ახლა, როცა მსოფლიო კოალიცია ჩვენით დაინტერესდა და ჩვენი წვრთნის ეტაპიდან (ვინაიდან აღმოაჩინა, რომ მეტად ვეღარ გაგვწრთნის, უცებები ვართ, მეხუთე კოლონას ვკვებავთ საკუთარი უპრინციპობით) გადავიდა აშეინიკის ეტაპზე, რომ როგორმე მიგვიჩვიოს (ვინაიდან უაშეინიკოდ გავურბივართ ირმაინაშვილისკენ) და ვა ბანკ მიგვიღოს ნატოში (ეს გამომდინარეობს დიიიდი გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფიდან და აქ მიშაგრიშაბიძინა არაფერ შუაშია.
ამ სურათის დამნახავი რუსეთი ხ ო მ არ გადმოვიდა შეტევაზე და ეს ჩვენი თერგრუსეთშიდალეული ბიძინა ხომ არ გაართხო ბეჭებზე მისივე რუსული კომპრომატებით დაბერკეტებით?
.......
ძნელი დასანახია, რომ ერთი წლის წინ რაღაცა მოხდა და ეს კაცი სულ სხვა იპოსტატში ჩასახლდა? იქნებ ძაან უჭირს?
გაქვთ პასუხი რატომ აიტკივა თავი და შევიდა კონფრონტაციაში ჯერ ზურაბიშვილის დაყენებით და მერე გადაფიჩინებით და 1 მლრდ ვალების გასტუმრებაზე დაპირებით (მ.ბახტაძემ ეგ ციფრი დაასახელა მაშინ, არ გახსოვთ)
ან რას გადაეფარა ჯერ შშშ მინისტრ გახარიას
და მერე მანამდე ოფიციალურად პრესისგან დამალული მინისტრი უცებ პრემიერმინისტრად რატომ გავვიქაჩა
ღარიბაშვილი რა მახასიათებლებით დასვა თავდაცვის მინისტრად, კაცი რომელიც პრემიერმინისტრობის შემდეგ წამითაც არ გამოჩენილა ტვ-ში, იმიტომ რომ აღარაფერი ჰქონდა სათქმელი ბტნბძნ-ს გარდა?
რატომ აღარ გამოაქვს სახელოდან უცნობი და უმნიშვნელო კანდიდატები, რომელFაც უ მ ტ კ ი ვ ნ ე უ ლ ო დ გაიყვანს , (ნარმანია, მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე) და რატომ მ ო გ ვ ა ყ ა რ ა ეს ნეგატიური მაშხალა ტიპები, რომელთა აღზევებას მინიმუმ მთელი პოლიტიკური სპექტრი ეწინააღმდეგება?
ანაკლია? მესამე მსოფლიო ომი? სირია? ყირიმი? ნავთობსადენი? აშშ არჩევნები? ნატოს ნაბიჯები?
გეუბნებით მე და სანდრა. ბიძინა პლენშია.
ერთადერGი შანსი, რომ კარგად დაამთავროს, არის 2020 დიდი, თვალსაჩინო სხვაობით წაგება.
გადავარჩინოთ ბიძინა. მან ხო, ხაზარაძეს დავესესხები, ბევრი კარგი საქმე გააკეთა.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|