იმ საცოდავ ადამიანს რა გააცოცხლებს, მაგრამ ჭავჭავაძის რეაბილიტაციასთან არ ააქვს კავშირი მაგ ფაქტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ხდებოდაო სამუშაო
ყოველ შემთხვევაში ასე წერია ნიუსებში და მერია ასე აცხადებს
გააკეთებს ილიაუნის წარმომადგენელი განცხადებას ალბათ და დაიდება
მერია - ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა
ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა უშუალოდ უნივერსიტეტის წინ და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან, რომელსაც მერია ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...vetit-asrulebdaისე, ამდენი ხნის წონ მოხდა ფაქტი, დილით იყო მგონი პირველი ნიუსი და 20 წუთის წინ ამოიყვანეს გარდაცვლილის ცხედარი
მაშველებმა გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს
21 წუთის წინ
მაშველებმა გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს. უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. მაშველებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ამასთან, მერიის ცნობით, მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა და მას კავშირი არ აქვს მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ სამუშაოებთან.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...idan-amoiqvanes * * *
ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი -უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.
როგორც ლაკირბაიამ „ინტერპრესიუსს“ განუცხადა, კომპანია „ენ ეს გრუპი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს.
„უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია “ენ ეს გრუპი“. ჩვენ ტენდერი გამოცხადებული გვქონდა ეზოს რეაბილიტაციაზე და აგვისტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. რაც შეეხება გარდაცვლილს, სამწუხაროდ, მასზე არ მაქვს ინფორმაცია, ის არ იყო ჩვენი თანამშრომელი - „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სხვა დაშავებული არავინ არ არის. როგორც მითხრეს, ორმოში ჩავიდა და ზემოდან მიწა დაეყარა. ორმო საკანალიზაციო ჭა იყო თუ უბრალოდ გაჭრილი ორმო იყო, ვერ გეტყვით, რადგან ეზოს რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, A კორპუსის მიმდებარედ, 600 ათასი ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს და პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. დამატებითი დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, შიგნით პოლიცია მუშაობს, ჩვენც არ გვინახავს რა მოხდა“, - განაცხადა ლაკირბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...-tanamshromelia This post has been edited by Choncxis mzera on 15 Sep 2019, 14:56