ტაქსით მომიწია გასვლა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში..
გზა საკმაოა და შუახანს გადაცილებული ტაქსისტიც ენაწყლიანი გამოდგა, აქეთური იქუთური და ერთ მომენტში ამბობს:
სტალინის დროს დეიდაჩემი ციმბირში იყო გაფასახლებულიო..
რატო მეთქი და მაღაზიაში მუშაობდა, 20 კაპიკი დანაკლისი აღმოუჩინეს და მაგიტომო...
უცებ წარმოვიდგინე დღევანდელ პირობებში მსგავსი დიქტატორი რო გაიჩითოს, გაჟლეტავდა მთავრობს..
აი ამიტო აგინებენ, აბა 20 კაპიკისთვის კაცს რომ გადაასახლებ, 100 მანეთისთვის ალბათ დახვრიტავდნენ
აი დღეს კი მილიონებს თუ არ ტეხავ ბიუჯეტიდან "კანონიერად" ე.ი. ლოხი ხარ..
როგორ იცვლება სახემწიფო აზროვნება, გასაოცარია..
პ.ს. ხო მართლა, ჩვენთან ხომ დემოკრატიაა და იმ საზიზღარ დროსთან პარალელის გავლება როგორ შეიძლება, მთავარია ადამიანის უფლება არ დაირღვეს და რაღაც ქაღალდის ნაჭრების გამო კაცს ხომ არ გაიმეტებ?