ბიჭო რავი, საქმე, სუქმე და აესე საქმეების დევნაში ვიკარგებით, ვკარგავთ ერთმანეთს და მარტო გაჭირვებისასღა გვახსენდება...
არადა რა უნდა თითქოს კვირაში 1-2 საათის გამონახვას, ხო? რო დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, გავიხსენოთ ძველი დრო თავის ტკბილ-მწარე რამეებით
მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, არ გამოდის მერე მარტო 1-2 საათით დაჯდომა, უნდა გაათენო ღამე, მერე მეორე დღეც გეკარგება და მაგიტომ უკვე იმ 1-2 საათსაც ვარიდებთ თავს.
ისე სენტოს ნომერი აღარც მაქვს, უფრო სწორად, ნომერი კი მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს სენტოს აღარ აქვს ის ნომერი, ვიღაც სანდომიანი ხმის მქონე მოხუცი მპასუხობს ბოლო ორ დარეკვაზე და შევეშვი
მისტერ პლაგუც მაშინ ისე წავიდა თვალსა და ხელ შუა, ნომერიც ვერ ჩავიწერე, შენ თუ გაქვს, შეეხმიანე

ხოდა ეგაა რა მიზეზების თავი და ბოლო
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე