axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#55248457 · 15 Sep 2019, 07:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შვილებო, თქვენ უკვე გეკუთვნით იყოთ უმრავლესობა და უკვე გეკუთვნით თქვენი არსებობა საარჩევნო რევოლუციით გვამცნოთ.
აი, გათენდა, გააპაჭუნეთ თვალები და დაგეცათ ეს მძორი პირველივე წამს - ქართველი ხარ, ღირსებას ვერ შეინახავ, მიწებზე ვერ შეხვალ, რუსი მავთულხლართებს გიჭიმავს, ნაციონალები დაბრუნებას აპირებენ, ძლივს გაგდებული ტირანი , რომელიც ციხეში საჯიშე ბიჭებს აუპატიურებდა, რევანშისთვის ემზადება, ხელისუფლებას ყველა და ყველაფერი კიდია, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა.
და როგორ იცხოვრო ამ დამცირებათა ჭაობში? როგორ ვიყო ღირსეული? როგორ ვისუნთქო მთელი ფილტვებით?
მოდი ჯერ არ შევალ მე ამ სიძულვილის ოკეანეში, დაე მშობლების თაობამ იჭიჭყინოს და თავისი ჩაჯმული თვითონვე გამოასწოროს. მე დაველოდები, შევხედავ რას იზამენ, იმათაც ხომ აქვთ ღირსება, იმინიც ხომ ბრაზობენ : სოციალურ უსამართლობაზე, კორუფციაზე ზედა ეშელონებში, ციხეში მყოფთა უფლებებზე, ტერიტორიების დაკარგვაზე. აი როგორი კარგი მებრძოლები არიან მშობლები, ხოშიანად იგინებიან, დეტს ვერ გამოაპარებ შეუგინებელს, იმას, იმას, იმის იმასაც და იმათ გადაღმაც ყველას აგინებენ, ცუდებს, მოითხოვენ მოითხოვენ მოითხოვენ..
დილის ფიქრების აღწერის დასასრული. პირველი წამების.
დილის ფიქრების შედეგი - მოდი მე არა რაა, ჩემი ღირსება ისევ იმათ დაიბრუნონ, ვინც წაგვართვა ქართველებს ეგ ღირსება - მამების თაობამ.
ახლა თემის სათქმელი.
იცით ძვირფასებო, ვის ანდობთ ღირსების აღდგენას? იცით რა შეურაცხყოფები გაუშვია ყურებს შორის მამების თაობას?
არ იცით.
და უნდა იცოდეთ,
უნდა იცოდეთ და გამოფხიზლდეთ და მიხვდეთ - ა რ ა ფ ე რ კ არ გამოვა მაგ თაობიდან. მაგალითის აღება და არგუმენტად გამოყენებაც კი არ გამოვა, არათუ მათგან რაიმე ბრძოლის მოგება.
თქვენ თვითონ განსაჯეთ.
მამების თაობის 1% მა მამების თაობის 99%ს თავზე დაამხო სახელმწიფო, 8 თვის წინ არჩეული პრეზიდენტი გაუქცია და სრულ ეკონომიკურ თხრილში ჩააგდო: ჯართად გაუყიდა ქარხანა და კუპონებად დააწერა სამსახურები, თვალისდახამხამებაში ღატაკად აქცია და ერბოს საყიდლად თურქეთში წააღებინა 6-6 ჩანთა უთო, ფოტოაპარატი, ხალიჩა და სპილენძი.
1% მა 99% უსაშველოდ დაჩაგრა.
და რა ქნა 99% მა?
რა და დ ა ი ჩ ა გ რ ა ჯორივით,
- როცა პურის 2 საათიან რიგს ის 1% მოადგებოდა, ურიგოდ უშვებდა როცა მანქანას ახევდა სიტყვებით, გეყოთ რაც იბაირამეთ, ახლა ჩვენ უნდა ვიბაირამოთო, სიტყვისშეუბრუნებლად გადმოდიოდა და კარგავდა მანქანას როცა მხედრიონმა, აქ რატო უხვევს ტროლეიბუსი, აქ მანქანა უნდა დავაყენოო (ქართუს წინა ადგილი ვაკეში) ტროლეიბუსის მოსაბრუნებელი ვაკესაბურთალოს აღმართზე გადაიტანეს, ბოლო 500 მეტრს მაშინდელი 99% ფეხით გადიოდა ამ ორ გაჩერებას შორის მანძილს, როცა იმავე მონაკვეთზე ცალმხრივ შემხვედრ გზაზე ფეხით მიმავალს 3-4 ჯერ უკნიდან (ანუ პროწივზე მოძრავი) მანქანა დაეჯახა და დაასახიჩრა, მერე ამ 99% მა იკადრა, რომ ცალმხრივზე მოძრავს ორივე მხარეს, რეალურად უკან ეყურა 5 წამში ერთხელ, ვინოცობაა მხედრიონელი მოდის პროწივზე, ფეხებში არ გავებლანდო, დამეჯახება დამღუპავსო. როცა ტროლეიბუსის ხაზები (სპილენძი მგონი) უკვე ვაკეშიც მოიპარეს იმ 1% მა, 99% ს უკვე ვაკის პარკამდე კი არა, სამსახურამდე მოუწია ფეხით წასვლა. ტქვენ გგონიათ თქვენ რომ გაღვიძებდათ ღამეში ერთიორჯერ ###ადამიანის მიერ 03:30ზე კალაშნიკოვის კაკანი, შენი 99% მშობელი მაშინაც აგინებდა იმ მსროლელს? ჩემიფეხი - გასუსული იყო და ფანჯრების შიგნით იგინებოდა, მოგუდულში. აცხაზეთის და აჭარის რომელ სოფელში, რკმელ მოსახლეს რომელი გოდა ნოლშესტი სად ედგა, ამ სიებით რომ დარბოდა ის 1%, გგონია 99% მა ამხილა? ციხეში პურის ფულად ჯართის მომპარავს რომ არ აჭმევდა სახელმწიფო და პატიმარი რომ შიმშილით უნდა მომკვდარიყო, თუკი მისი ოჯახი კიდევ ახალ მოპარული ფულით არ გაუკეთებდა საჭმელს და არ შეუგზავნკდა, გგონია აღშფოთდა შენი მამების თაობის 99%?, ქურდულ რაზბორკებში და მიჩმორებების კონვეიერში 500 კაცი რომ მოკლეს და 100 თავი მოაკვლევინეს, გგონია მაშინ ცოცხლები არ იყვნენ ეს ხალხი, ვინც "სააკაშვილი ცოცხებით აუპატიურებს საჯიშე ბიჭებს" აიფარეს დროშად ?
ცოცხლები კი იყვნენ, მაგრამ მიჩმორებულები იყვნენ. ფაქტიურად გაუპატიურებულები იყვნენ და დღეს იმ Fავის გაუპატიურებულობის რეაბილიტირებას ფარსით ცდილობენ - "რობაქიძე, ვვირგვლიანი, ვაზაგაშვილი!!" მაშინ სად იყვნენ როცა სააკაშვილის ძალოვნების 9 წლის ცოდვას ერთ თვეში და ერთ კვირაში Xდენდნენ ის 1%?
სად და ჩ ი რ გ ვ ე ბ შ ი .
რატომ ვწერ? იმიტომ რომ ნაღდი და ფარსი გაარჩიოთ და მ ი ხ ვ დ ე თ .
არაა ეგ თაობა თქვენი მშველელი. ეს თაობა , კიტოვანის და მხედრიონის უდრტვინველად გამძლები თაობა თქვენ დემოკრატიას (ღირსებას) ვ ე რ მოგიტანთ.
თქვენ უნდა შვათ თქვენი საქართველო.
პ.ს. 1% მა რომ 99% დაგიჩმორათ, იმ 1% ის ხელმძღვანელი ბაბუების თაობა იყო, ისიც 99% ით.
ხოდა იცოდეთ
მ ა რ ტ ო ნ ი ხართ.
ისე იპარპაშა კიტოვანმა, მხედრიონმა, საძმოებმა 2 წელი კაცი შემპასუხებელი არ გადაჰყრია.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|