
ვიღაც რუს გრაფ დიზაინერეზეა თემა რომელმაც სამხრეთ ოსეთის ტურისტული გრაფიკა გააკEთა და ცოტა დავიწყნაროთ თავი ამით

))
GQ-მ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიის 50 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი და Vetements-ის მთავარი დიზაინერი დემნა გვასალია სიაში მეხუთე ადგილზეა.
როგორც GQ წერს, დემნა გვასალიამ მოდის სფეროში თავისი შტამი შემოიტანა, რომლის კონცეფციაც არის "cool" ("ძალიან მაგარი"). "ძალიან მაგარი"-ს მისეული გაგება კომპლექსური, ინტელექტუალური და უშიშრად ორიგინალურია", - წერია სტატიაში დემნა გვასალიას შესახებ.
სიაში პირველ ადგილს "Dior"-ის არტდიზაინერი კიმ ჯონსი იკავებს, მეორეზე "Louis Vuitton"-ის კრეატიული დირექტორი ვირჯილ აბლოა.
დემნა გვასალია მოდის სფეროს ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის წინ უსწრებს ნაომი კემპბელს, Gucci-ს კრეატიულ დირექტორს ალესანდრო მიკელეს, რიანას, ვანესა ფრიდმანს და სხვებს.
სრული სიის სანახავად გადადით ამ ბმულზე