#55259369 · 17 Sep 2019, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mapshnik
მე პირადად ვარ თანმდევი იმ პროცესების, რომელიც ამაზონთან მიმართებაში ხდებოდა და ძAიან მინდა ვრცლად დავწერო. შემეძლო უბრალოდ დამეხურა თემა, გაფრთხილება მომეცა ან სხვა რაიმე, თუმცა დახურვამდე აუცილებლად დავწერ, თუ რატომ არ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება.
1. ეს სქემა უკვე აღარ მუშAობს. აღარ მუშAობს, იმიტომ რომ ეს კეთდებოდა და კეთდებოდა ძალიან ბევრი საქართველოდან. ჩვენ უბრალოდ ცოტანი ვიყავით და იმდენად ვერ ვაზარალებდით საკმარისად ბაზარს, ტუმცა ეს სქემა მოედო სომხეთს, რუსეთს და ამაზონი იძულებული გახდა პოლიტიკა შეეცვალა - ადრე, თუკი მისთვის კლიენტი ყოველთვის მართალი იყო, ეხლა ეს პოლიტიკა შეცვალა. სქემა აღარ მუშAბს იმიტომ, რომ ახალ ექაუნთებზე ამაზონი უარს ამბობს თანხის დაბრუნებაზე, ხვდება რომ ე.ს. ,,სქემია" და დიდ ,,მამაძაღლობას" აქვს ადგილი (მე მაპატიეთ ბილწსიტყვაობისთვის, თუმცა სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამას).
2. ამ სქემით, მხოლოდ საქართველოში დაიჭირეს ადამიანები, მათ შორის გამოვარჩევდი ცოლ-ქმარს - ოჯახს, რომელმაც 3 მილიონი დოლარით აზარალა ამაზონი და თუ სწორად მახსოვს, ტელევიზიაშიც არაერთხელ გაშუქდა ეს ფაქტი. ასე რომ მეორე არგუმენტს მივადექით - რომ იშოსოვთ დაძველებული ექაუნთები და შეძლოთ არაკეთილსინდისიერი მოქმედება, გრძლევადიან პერსპექტივაში, როგორც კი მაღალ თანხებს მიუახლოვდებით, გლდანის საპყრობილესთანაც ახლოს იქნებით - ფიზიკურადაც და მორალურადაც.
3. ნუ გაგვიკეთებთ სხვა ადამიანებს ამას ! მე არაფერი დამიშავებია ! მე კანონიერად ვყიდი პროდუქციას ამაზონზე ! მსგავსი ქმედებით დიდი შანსია, რომ აკრძალოს სელერად საქართველო ! არადა რამდენად დიდი სიხარული იყო თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როდესაც საქართველო ოფიციალურად შეიყვანეს გამყიდველთა სიაში და ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ყაზახეთს არ ქონდა ამის უფლება !
4. დაინდეთ პატიოსანი მყიდველები - შეიძLება მართლაც პრობლემური ამანათი მიიღოს მომხმარებელმა - ამაზონი ავტომატურად ეჭვს შეიტანს მის კეთილსინდისიერებაში ! მერწმუნეთ, ერთერთი მათგანი თავად შეიძლება აღმოჩნდეთ !!!
თემა იხურება ! მიზეზი მემგონი მარტივად დასადგენია !
პ.ს. პატიოსნებას არაფერი ჯობია ! შეიძლება ორი კაპიკი გამოიმუშავოთ მოკლევადიან პერსპექტივაში, ტუმცა მერწმუნეთ გაცილებით მეტს დაკარგავთ მაინც საბოლოოდ თუ გავააანალიზებთ, ვიდრე მოვიგებთ ! ამა გეუბნებით მე, იმიტომ რომ ვიცი ბლექიც, სერიც და თეთრიც (ვინც გარკვეულია, მიხვდება ამ სიტყვების მნიშვნელობას), თუმცა გულწრფელად ვიტყვი, რომ რაც მიკეთებია, არასოდეს ჩAმოყენებია ქვეყანა ან სხვა ადამიანი ჩემი ქმედებით შეზღუდვებისა თუ საფრთხის ქვეშ ! გულწრფელად გირჩევთ იმავე პრინციპებით მოქმედებას !
პ.ს.ს. შეეშვი, ყველაზე კარგ შემთხვევაში ტყუილად იწვალებ (99%). თუ გაგივარდა და გამოგივიდა კიდევ, უარესი იქნება შენთვისაც და ჩვენთვისაც (100%).
--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !
|