მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“, ნაგავი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ბოკერიამ მას ასე მიმართა:
"ნუ უზრდელობ. თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც"."აყვა ბიჭი და დამიწყო აქ ძველბიჭობა. ადრე გეძველბიჭა,"- მიმართა მამუკა მდინარაძემ ბოკერიას.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება. როგორც ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდიმარაძემ მას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას დამშვიდებისკენ და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. ინციდენტის შემდეგ ორივე დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...a-tutuci-nagaviუზრდელობებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს რომ ჰკითხავ:
"არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება"
და მიიღებ ასეთ პასუხს:
"ეს მთავრობის დამსახურება არ არის. ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა"
და ამის მერე "დააზუსტებ":
" კი ან არა."
რა ხარ?

UPDATE:
გიგა ბოკერია - ვიდრე ვითარებას დაძაბავთ, გაიაზრეთ, რა მოჰყვება ამას თქვენთვის - ვინც თეთრხელთათმანიანები ხართ, მდინარაძის მეთაურობით, არ ხართ მზად ამ სცენარისთვისწუხილი იყო აქ ჩემი კოლეგებიდან, რომ
ბოკერია ვიღაცას განადგურებით დაემუქრაო. თუ ასე გაიგეთ, ძალიან ვწუხვარ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკურ განადგურებაზეა საუბარი, „ქართული ოცნება“ თავად ინადგურებს თავს.
„თქვენი კი არა, ივანიშვილის განადგურებაც კი არ არის ჩემი ამოცანა, ფიზიკურ განადგურებაზე თუა ლაპარაკი. პოლიტიკურად ჩემი აზრით, თქვენი ნაბიჯებით ინადგურებთ თავს და ბოლოს ბატონ ხაბარელს პატივისცემით გავეცი პასუხი, რაზეც თქვენი უმრავლესობის ლიდერისგან მოვისმინე ქუჩური, შეურაცხმყოფელი საუბარი და ვინ ძაბავს სიტუაციას აქაც და ამ დარბაზის გარეთაც? მოგიწოდებდით, სანამ ვითარებას დაძაბავთ, გაიაზროთ, რა მოჰყვება ხოლმე ამას თქვენთვის. არ ხართ ეგ ნაწილი უმრავლესობის, განსაკუთრებით ვინც თეთრხელთათმანიანები ხართ, აი, მდინარაძის მეთაურობით, არ ხართ მზად ამ სცენარისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოკერიას აღნიშნულ განცხადებამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...am-scenaristvis This post has been edited by ტერა on 17 Sep 2019, 14:10