#55260803 · 18 Sep 2019, 07:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. კარგ ავეყნებში განუხრელად კლებულობს გლეხთა რიცხვი (ამერიკაში 4% დან 2% მდე ჩამოვიდა უკანასკნელ წლებში. და ამ პროცესს პარალელურად ახლავს სოფლის პროდუქციის ზრდა. ანუ თურმე გლეხების იქ ცხოვრება ხელს უშლიდა მიწათმოქმედთა პროდუქტიულობას. ეს დასკვნიდ.
სააართველოში ბოლო ციფრად დასახელებული იყო 48% მოსახლეობისა.
ახლა იმედია გაცილებით ნაკლებია. 48% რომ იყოს ისევ, საქართველო სასიფლო პროდუქციას, ახლა რომ ქმნის დაახლოებით 1 მილიარდს, ალბათ 180 მილიონსღა შექმნიდა.
კარგია რომ გლეხებმა კრიტიკულად შეაფასეს თავისი როლი ამაო ქვეყნად და ამოძრავდნენ (ქალაქში ან უცხოეთში მოძებნეს სამუშაო) ამ მიგრაციამ გლეხური ნადელების ერთ მოზრდილ პლანტაციად გაერთიანების პროცესს შეუწყო ხელი.
წესით, ტექნოლოგიების და აგრონომიის განვითარების პარალელურად ჩვენი გლეხობაც გახდება ჯერ 4 და მერე 2% და პარალელურად საქართველო როგორციქნა, გახდება სასოფლოსამეურნეო ქვეყანა და ამ საქმეში მისი წარმადობა იქნება 5 მილიარდი (ნაცვლად დღევანდელი 1 ის.
მემარჯვენეები აქამდე ხომ მომყვებით და მეთანხმებით?
მაგრამა სტოპ! ამერიკამ ეს პროპორცია შეძლო ორი ფაქტორით: თვალუწვდენელი ველების და ქვეყნის მაღალი ინტელექტუალური/ტექნოლოგიური უპირატესობის ხარჯზე.
ჩვენც (ქალაქი, ხალხი) რომ დავეწიოთ ამერიკას ტექნოლოგიების, აგრონომიის, მელიორაციის საკითხებში, ..
ამის მიუხედავად აქ ვერ შევქმნით ამერიკულ თვალუწვდენელ ველებს, გეოგრაფია არ მოგვცემს ამის საშუალებას.
ეს დაჭმუჭნულობა იქნება იმის საფუძველი, რომ კარგმა ფერმებმა თუ პლანტაციებმა ხევხუვებში, ღობეყორეში და თემშარებში ვ ე რ შეაღწიოს ვერასდროს.
ი ქ უნდა დარჩეს გლეხი, თუ გვინდა რომ არ გავერანდეს იქაურობა და სოფელიც ერქვას და არა ნასოფლარი.
ანუ
ამერიკის 2% სგან განსხვავებით, მდიდარ, დალაგებულ საქართველოს ობიექტურად მეტი გლეხი ეყოლება.
მეტი, მაგრამ რამდენი?
აი ესაა თემის შეკითხვა
და მეორე შეკითხვა რა უნდა აკეთოს იმ კარგ სQართველოში გლეხმა? ისევ ფეოდალური თავისგადარჩენის მეურნეობით და სახელმწიფოსგან ნაჩუქარი სოციალური დაცვის რესურსის წურბელობით უნდა იარსებოს, თუ მოვუგონოთ მათაც რაიმე მისსია?
მაშ ასე ორი შეკითხვა
რამდენი პროცენტი უნდა დარჩეს სოფლად რა უნდა აკეთოს არაფერმერმა გლეხმა მომავალ კარგ საქართველოში?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|