10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2019 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ყოველწლიურ ანგარიშში მიმოხილულია რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული ვითარება ყველა ქვეყანაში. დოკუმენტი მოიცავს სამთავრობო პოლიტიკას რელიგიის სფეროში, რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას, აშშ-ის პოლიტიკას მსოფლიოში რელიგიური თავისუფლებისთვის ხელშესაწყობად.
1.
მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული როლი - მათ შორისაა სმე-ს პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი, სმე-ს სასულიერო პირთა გათავისუფლება სამხედრო სამსახურიდან (თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, კანონით ყველა რელიგიური დაჯგუფების სასულიერო პირები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან), ასევე სმე-ს მთავრობაში საკონსულტაციო როლი აქვს, განსაკუთრებით - განათლების საკითხებში.
მხოლოდ სმე-ს საპატრიარქო არის გათავისუფლებული „ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების“ გაყიდვით მიღებული მოგების დაბეგვრისგან.
მხოლოდ სმე-ს შეუძლია არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა პირდაპირ სახელმწიფოსგან, მაშინ, როცა რელიგიურმა ჯგუფებმა ასეთი მიწის შესაძენად საჯარო ტენდერში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
მხოლოდ სმე-ს აქვს უფლება, უსასყიდლოდ მიიღოს სახელმწიფო ქონებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. სხვა რელიგიურმა ჯგუფებმა ამისთვის თანხა უნდა გადაიხადონ.
2.
ვიტალი საფაროვის საქმე - ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს დასკვნაზე, რომ საფაროვი, რომელიც ებრაული და იეზიდური წარმომავლობის იყო, არ მოუკლავთ „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის“ ნიადაგზე. იქვე აღნიშნულია, რომ ამ დასკვნას არ ეთანხმებიან უფლებადამცველები, რომელთა აზრით, საფაროვის მკვლელები ნეონაცისტურ ჯგუფებს ეკუთვნოდნენ და ულტრანაციონალისტური იდეების მატარებლები იყვნენ.
ფორუმზეც იყო ამ მკვლელობაზე თემა, ფორუმელი რეტროგრადები, სხვადასხვა ჯიშის რეგრესივები და მრევლი ამ თემას "ლიბერო თემას" უწოდებდნენ:
მკვლელობა თბილისის ცენტრშინეონაცისტური მკვლელობა ბარ "ვარშავა"-სთან3.
რელიგია საპატიმროებში - საანგარიშო პერიოდში პატიმრებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამლოცველოებით, მაგრამ პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოიპოვებოდა სივრცე სხვა რელიგიური პრაქტიკის აღსრულებისთვის.
4.
პარლამენტს არ გაუუქმებია არაკონსტიტუციური პრივილეგიები - 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სმე-ს საგანებო პრივილეგიები არაკონსტიტუციურია და მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ეს პრივილეგიები ან გაუქმდებოდა, ან ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფსაც მიენიჭებოდა,“ წერენ ანგარიშის ავტორები და დასძენენ, რომ პარლამენტმა დადგენილ ვადებში ვერ მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა.
5.
დისკრიმინაცია სამშენებლო ნებართვების გაცემაში - კონკრეტულ შემთხვევათა შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს.
ანგარიშში მოტანილია მუსლიმური თემის წევრთა პოზიცია, რომ მეჩეთების მშენებლობის საკითხში მთავრობის პოლიტიკაში არ არის საკმარისი გამჭვირვალობა.
6.
რელიგიური დისკრიმინაცია სკოლებში - რელიგიის ზოგად კურსებზე ხდებოდა უპირატესობის მინიჭება მართლმადიდებლური თეოლოგიისთვის, საკლასო ოთახებში მართლმადიდებელი წესით ლოცვა. დოკუმენტში ნათქვამია ასევე, რომ სკოლებში საჯაროდაა გამოფენილი ხატები და რელიგიური სიმბოლოები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს პროზელიტიზმს
„სმე-ს სასულიერო პირები სტუმრობდნენ ხოლმე საჯარო სკოლებს სასწავლო საათებში, რაც კანონით მხოლოდ სკოლის შემდეგ საათებშია ნებადართული. ეს ხდებოდა ხოლმე ცალკეული მასწავლებლების ან სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით“.
თვალსაჩინოებისთვის ნახსენებია მართლმადიდებელი სასულიერო პირის შეხვედრა პედაგოგებთან, რომელზეც მან ისაუბრა უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ აჭარაში ქრისტიანობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ განათლების სპეციალისტთა „მოვალეობაა, მოსწავლეები მათ ძველ რწმენას დაუბრუნონ.“ ამ საკითხთან დაკავშირებით უფლებადამცველთა საჩივარი უპასუხოდ დარჩა.
7.
რელიგიური დისკრიმინაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დოკუმენტში საუბარია ასევე Freedom House-ის 2019 წლის თებერვლის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო მეტად აიძულებს მის ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიებს, შეუერთდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
8.
რელიგიური უმცირესობები საფრთხედ აღიქმებიან - საქართველოში ლგბტი ადამიანთა შემდეგ იეღოვას მოწმეები არის ის ჯგუფი, რომელმაც ყველაზე მეტი ალბათობით შეიძლება განიცადოს დისკრიმინაცია.
ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია რწმენა, რომ რელიგიური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს.
აქვე მოტანილია ევროპის საბჭოს 2018 წლის ანგარიშის დასკვნა, რომ მოქალაქეთა 36% პროცენტის აზრით, მრავალფეროვნება უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაზე და ზიანს აყენებს მის კულტურასა და ტრადიციებს.
9.
შეუწყნარებლობის ტირაჟირება - ანგარიშში მიმოხილულია რელიგიური შეუწყნარებლობის შემცველი განცხადებები, რომლებიც ტელევიზიით, ინტერნეტსა და ბეჭდურ მედიაში კეთდებოდა.
მათმა რიცხვმა წინა წელთან (148) შედარებით იკლო, 2019 წელს 55 ასეთი ინციდენტია აღრიცხული.
საგანგებოდაა გამოყოფილი დეკანოზ დავით ისაკაძის სიტყვები, რომ კათოლიციზმი ქრისტიანული დოგმებიდან ყველაზე დიდი გადახვევა და ერესია.
წყარო:
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%90...8/30663886.htmlმოკლედ, კიბო ამოსაკვეთიაო ამერიკანცებმა