სალომე ზურაბიშვილმა "მოსიარულე მკვდრების" პროდიუსერს უმასპინძლა
18:57 2019-09-18
სალომე ზურაბიშვილი ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფებს შეხვდა. პროდიუსერები გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის „ქალები კინოსა და ტელევიზიაში“ მოწვევით ჩამოვიდნენ.
,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენნ ჰერდი საერთაშორისო ორგანიზაციის Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.
წელს ივლისში, სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმრავლესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია.
სემდეგ წელს საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება იგეგმება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტმა პროდიუსერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=214562-%E1%...%83%A0%E1%83%98