სასამართლოს საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება 2012 წლის შემდეგ გაორმაგებულია - NDI-ის კვლევა
12:12 2019-09-19
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სასამართლოების საქმიანობას დადებითად აფასებს 10%, საშუალოდ 34%, ცუდად 36%, არ იცის 19%. 2012 წელს დადებითი შეფასების მაჩვენებელი 18% იყო და ის 2019 წლისთვის 10%-მდეა შემცირებული, ხოლო უარყოფითი 2012 წელს 18% იყო და ახლა გაორმაგებულია და 36%-ია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
http://www.newposts.ge/?l=G&id=214598-%E1%...%83%97%E1%83%98