დოდო გუგეშაშვილი იმედზე გასული ფილმის "დახვრეტილი საქართველოს"გამო გიორგი კალადიას სასამართლოში უჩივის
თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი, ჟურნალისტ გიორგი კალანდიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ კალანდიას ფილმს – „დახვრეტილი საქართველო“. როგორც დოდო გუგეშაშვილი ამბობს, ფილმში ნათქვამია, რომ 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი „მხედრიონმა“ დახვრიტა, რაც ცილისწამებაა.
„8 სექტემბერს „იმედის კვირის“ შემდეგ, საღამოს ეთერში გადაიცა გიორგი კალანდიას ე.წ. დოკუმენტური ფილმი „დახვრეტილი საქართველო“. ვსაუბრობ, „მხედრიონის“ სახელით, ჩვენ ვალდებულები ვართ, პასუხი გავცეთ ამ პასკვილს, ცილისწამებას, რომელზეც იყო აგებული ეს ე.წ. დოკუმენტური ფილმი. ფილმი ეხება ძალინ მძიმე, სამოქალაქო ომის ავბედით ისტორიას, 2 თებერვლის მიტინგის დახვრეტას. ფილმში მეორე მხარის ჩართულობის გარეშე, მტკიცებით ფორმაში ავტორი საუბრობს იმაზე, რომ მიტინგი დაიხვრიტა მხედრიონელების მიერ. ფილმი-ცილისწამება ხელს უწყობს იმ მოუშუშებელი იარების გაღრმავებას, რაც სამოქალაქო ომს ახლავს თან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს მიტინგი არანაირი კავშირში არ იყო მხედრიონთან. არც ერთი ადამიანი, ვისი სახეებიც აჩვენეს, რომლებსაც ხელში იარაღი ეჭირათ და ისროდნენ, არ იყო მხედრიონელი. საქართველოში ტენდენციად დამკვდრდა , რომ ყველა უბედურება უნდა დააბრალონ „მხედრიონს“.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ ვამხილოთ ბატონი კალანდია, რომელიც სიცრუეს ამტკიცებს. მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ასევე გადავწყვიტეთ ავიყვანოთ ადვოკატი, სასამართლოს მივმართოთ, სადაც ბატონი კალანდია ვალდებული გახდება დაამტკიცოს ის, რაზეც ააგო ფილმი“- განაცხადა გუგეშაშვილმა.
http://alia.ge/news/35489?fbclid=IwAR2uAOk...M37YbhOAoWWtc5cრა მტკიცებულებები არსებობს რომ თბილისის მიტინგის დახვრეტები მაინცდამაინც მხედრიონმა მოაწყო ?
არსებობს მეორე ვერსია რომ ეს დახვრეტები პოლიციამ მოაწყო კერძოდ შოთა კვირაიამ და კიდევ ვიღაცეებმა
ის რომ მხედრიონი აფხაზეთში სისასტიკეებს ჩადიოდო მხოლოდ ეს არგუმენტი არ გამოდგება თბილისის მოვლენებთან
ადამიანთა სისასტიკე მხედრიონამდეც იყო და მხედრიონის შემდეგ.
ის რო მხედრიონი სხვაგან სასტიკი იყო მხოლოდ ამ არგუმენტით იმის მტკიცება რომ თბილისში მიტინგები მხედრიონმა დახვრიტა არასწორია.