რუსთავში" აწარმოე საქართველო" პროგრამის ფარგლებში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხნსასაქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო "იბერია სთილი“ დაათვალიერა და საწარმოო პროცესებს ადგილზე გაეცნო. ვიცე-პრემიერთან ერთად ქარხანაში იმყოფებოდნენ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა ოფიციალური პირები.
შპს "იბერია სთილმა“ მუშაობა 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო. კომპანიამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 500 000 აშშ დოლარის იაფი სესხი მიიღო, საიდანაც მთლიანი საპროცენტო განაკვეთის ათ პროცენტს, პირველი ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მეწარმოების განვითარების სააგენტო დააფინანსებს. საწარმოში ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ "იბერია სთილი“ გაფართოებას და საჭირო ტექნიკის შეძენასაც გეგმავს. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.
"ეს ქარხნები თავის დროზე იყო დახურული, დროთა განმავლობაში მათი დიდი ნაწილი დაიშალა და ფაქტიურად, მათი აღდგენა თავიდან იწყება. ეს ხდება ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან კარგია, რადგან ყოველი ასეთი საწარმოს ამუშავება ნიშნავს ასი-ასორმოცდაათი ადამიანის დასაქმებას. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალი საწარმოების გახსნას და შემდგომ ფუნქციონირებას“ - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
ქარხანა სრული დატვირთვით 2015 წლის ნოემბრიდან ამუშავდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, "იბერია სთილში“ 160 ადამიანი იქნება დასაქმებული.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, "იბერია სთილის“ დამფუძნებლებმა "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში "თი-ბი-სი“ ბანკიდან, პრაქტიკულად, 0%-იანი სესხი მიიღეს, რადგან სესხის პროცენტს სახელმწიფო ფარავს.
"ამ პროექტის შედეგია, რომ დასაქმდა ასზე მეტი ადამიანი და დაიწყო ლითონის ისეთი სამშენებლო მასალის წარმოება, რომლის წარმოებაც დღემდე საქართველოში არ ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ამ საწარმოში ვიცე-პრემიერის სტუმრობა და ვფიქრობ, ეს არის დამატებითი სტიმული ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ასეთი პროექტების განხორციელება შეუძლია “ - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
"აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 111, 900, 000 აშშ დოლარია.
http://www.economy.ge/ge/media/news/giorgi...rmo-daatvaliera This post has been edited by kvarkvare on 30 Mar 2015, 23:38
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)