მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე რამდენიმე წელია, რაც ეკლესიურად ცხოვრებას ცდილობს. როგორც მან sana.ge-ს ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, წმინდა ნიკოლოზთან გასაუბრებამ გონება გაუნათა და ეკლესიურ ცხოვრებას დაუბრუნდა.
თიკო გაჩეჩილაძე მონასტერშიც იყო დასთან ერთად, მომღერალი აღნიშნავს, რომ მონასტერში ყოფნისას თავს კარგად გრძნობდა.
,,პირველ დღეებში ბოროტი ძალები მებრძოდნენ, მაგრამ მერე იქ ცხოვრებას მივეჩვიე. სიმართლეს გეტყვით, ბოლო დღეებში ვფიქრობდი, იქ ხომ არ დავრჩე-მეთქი. მაგრამ მერე გადავიფიქრე.“-ამბობს მომღერალი.
ეკლესიაში სიარული მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქმარს დაშორდა:
,,როდესაც საეკლესიო ცხოვრებაში ჩავერთე, ძალიან ბევრს ვლოცულობდი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მეუღლეს გავშორდი. სამი თვის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ დილით და საღამოს ლოცვებს ვკითხულობდი, პარალელურად, სამ დაუჯდომელსაც (ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზისა და კვიპრიანეს) ვკითხულობდი. ადამიანს ცხოვრებაში რაღაც გაუჭირდება, სწორედ მაშინ მიდის ეკლესიაში. მადლობელი ვარ იმის, რომ ისე გამიჭირდა, გონება გამინათდა და ეკლესიაში მივედი. მეუღლეს რომ გავშორდი, რაღაც ისეთი პერიოდი მქონდა, რამაც ეკლესიისკენ შეგნებული ნაბიჯი გადამადგმევინა. თუმცა, დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ღმერთმა თავის კარამდე მიმიყვანა. მოძღვარიც მყავს მამა ნიკოლოზი.“
მომღერალი აღნიშნავს, რომ მას გამორჩეული წმინდანიც ჰყავს და თუ ბიჭი ეყოლება, აუცილებლად დაარქმევს მის სახელს.
,,ერთხელაც წმინდა ნიკოლოზი დამესიზმრა. ტაძარში შევედი და გაგიჟებული ვეძებდი წმინდა ნიკოლოზის ხატს. ამ ძებნაში მთელი ტაძარი მოვიარე. ბოლოს მიმანიშნეს, სადაც იყო და მეც მივედი. ხატთან რომ მივედი, წმინდა ნიკოლოზის ხატმა საუბარი დამიწყო. მახსოვს, მითხრა, შენს ქმარს აუცილებად უნდა აპატიოო. ამ სიზმრის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. ვაპატიე, მაგრამ პატიება შერიგებას არ ნიშნავს. როგორც პიროვნებას, ისე ვაპატიე.“
http://www.newposts.ge/?l=G&id=19472გვეშველება რამე?
თემა პოლიტიკურია
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )