მოგესალმებით,
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება არაკონტროლირებადი, არასასურველი ფიქრებით და რიტუალებით – იმ ქცევების განმეორებით, რომლის სურვილიც არ გაქვს, მაგრამ იძულებული ხარ, რომ შეასრულო.
განასხვავებენ OCD-ის რამდენიმე ძირითად ტიპს:
ობსესია – შემმოწმებელი (გაზის, სინათლის, კარის ჩამკეტის… )(Checking)
კომპულსია – მუდმივად შემოწმება, გადამოწმება, სამსახურიდან სახლში რამდენჯერმე მიბრუნება იმის შიშით, რომ კარი დარჩა ღია, ან ონკანი მოშვებული.
ობსესია – მწმენდავი (Contamination)
კომპულსია – დალაგება, წმენდა, ხელთათმანების ხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, კარისთვის ხელის არმოკიდება და სხვა.
ობსესია – შემგროვებელი. ეშინია ძველი და არასაჭირო ნივთების გადაყრის. (Hoarding)
კომპულსია – ყოველგვარი არასაჭირო ნივთის შენახვა.
ობსესია – აკრძალულ თემებზე მოფიქრალი (რელიგიური, სექსუალური ან აგრესიული). თავისთვის, ან სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენების შიში, ან ამისკენ მიდრეკილება. (Ruminations)
კომპულსია – გადამოწმება, თავის არიდება, რიტუალები.
ობსესია – მომწესრიგებელი
კომპულსია – ბარში ჭიქების სიმეტრიულად დაწყობა, ფერადი ფანქრების ფერების გრადაციის მიხედვით დალაგება, საყოფაცხოვრებო ნივთების ზომის ან ფაქტურის მიხედვით დახარისხება და სხვა.
სწორედ ამიტომ ეწოდება შფოთვითი აშლილობის ამ დიაგნოზს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ობსესიური ფიქრები კომპულსიური ქცევების გამომწვევია, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაინტერესებს თქვენ ან თქვენს ახლობელს ხომ არ აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა? თუ კი, როგორ შეძელით ამ აშლილობის მკურნალობა ან მასთან ერთად ცხოვრება?