#55232069 · 11 Sep 2019, 06:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, აქ გავუზიაროთ ერთმანეთს რა წიგნებს კითხულობთ ბიზნესთან და საკუთარ საქმესთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს სამოტივაციო, ფსიქოლოგიური ან პროფესიულ/ტექნიკური. ჩემთვის გარდამტეხი იყო Rich dad Poor dad, თუ ვინმეს წაკითხული არ გაქვთ აუცილებლად გირჩევთ, ძალიან კარგი წიგნია იმის გასააზრებლად თუ რა რეალობაში ვართ ეხლა თითქმის მთელი საზოგადოება და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ვირთხების რბოლას თავი. ასევე ძალიან კარგი წიგნია ამ მიმართულებით, Think and grow rich. ეს წიგნი მარტო გამდიდრებას და ბიზნესს არ ეხება, ეს მეთოდი შეგიძლიათ იგივე წარმატებით გამოიყენოთ წონის დასაკლებად, სამსახურში დასაწინაურებლად, ცოლის მოსაყვანად ან ნებისმიერი კონკრეტული და მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. ამ მიმართულებით წაკითხული მაქვს ასევე Rich dads cashflow quadrant და Millionaire Next Door, ცოტა მოსაბეზრებლად და უაზროდ მომეჩვენა, ასე რომ ჩემს რეკომენდაციას არ ვაძლევ ამ წიგნებს. ეხლა ვიქრობ წავიკითხო წიგნი სახელად Awaken giant within, ვინმეს ჰო არ წაგიკითხავთ? თქვენი შთაბეჭდილებები რომ გამიზიაროთ
|