ტრამპი-ზელენსკის ივლისის სატელეფონო საუბრის რედაქტირებული ტრანსკრიპტი გამოქვეყნდა.
პირველ რიგში, ძალიან აშკარაა, რომ ორი არაპოლიტიკოსი საუბრობს - უხერხული და არასწორი მესიჯებით.
ტრამპი აშკარად პრესავს იმ საკითხებზე, რაც ძალიან დელიკატურია. გარდა ამისა, ან ცუდადაა ინფორმირებული, ან შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, როცა ამბობს, რომ ის პროკურორი, რომელიც ვითომ ჰანტერ ბაიდენის კომპანიის საქმეებს იძიებდა, ძალიან კარგი და სამართლიანი იყო. და ზოგადად ძალიან აშკარად ჩაიციკლა ბაიდენზე უკრაინასთან მიმართებაში. ფაქტიურად აშანტაჟებს.
ზელენსკის ამუნათებენ, რომ ზურგსუკან გალანძღა ევროკავშირი და მერკელიო. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სამართლიანად. მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინა დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება ევროკავშირის მხრიდან, რომ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან. პლიუს ამას იყო სანქციების მოხსნაზეც საუბარი და PACE-შიც დააბრუნეს რუსეთი. ასე რომ რამდენად დიპლომატიური იყო, ცალკე საკითხია, მაგრამ შენიშნვა სამართლიანი იყო.
შეცდომები ზელენსკის მხრიდან: პირველ რიგში, რომ პირობა მისცა ამ საქმეს გამოვიძიებთო. "ჩემი კაცი" მეყოლებაო პროკურატურაში, რაც ძალიან მიუღებელი განცხადებაა. თუმცა ტრამპი გაიხარებდა ალბათ. მეორე, რომ ზედმეტად ემლიქვნელებოდა. უკრაინას სჭირდება აშშ, დემოკრატი პრეზიდენტი ეყოლება მას თუ რესპუბლიკელი. და სჭირდება ორივე პარტიის მხარდაჭერა. ამიტომ დემოკრატების განაწყენებას უნდა ერიდოს.
თვითონ ზელენსკი ამბობს, რომ მეგონა მარტო ტრამპის მხარის ტრანსკრიპტი დაიბეჭდებოდაო

უხერხულ მდგომარეობაშია ახლა ალბათ. თუმცა გუშინ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციისას ცოტა გამოასწორა და თქვა, მე ვერაფერს დაგპირდებით, გენ. პროკურორი დამოუკიდებელია და ვერაფერს ვერ მივუთითებო. დაარიგეს ალბათ.
მოკლედ, თავად განსაჯეთ:
https://www.kyivpost.com/wp-content/uploads...fied09.2019.pdf