ვინ იყო 48 წლის ქალი, რომელიც თელავში ყოფილმა ქმარმა მოკლათელავში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი ტყვია თავში დაიხალა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მოკლული 48 წლის ნონა ლაზარიაშვილია.
ოჯახის ახლობლის თქმით, ცოლ-ქმარი დიდი ხნის წინ დაშორდა ერთმანეთს და შვილები გარდაცვლილმა მარტომ გაზარდა. გარდაცვლილს და ბრალდებულს სამი შვილი და შვილიშვილები ჰყავთ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ლაზარიაშვილი საქართველოში არ ცხოვრობდა, საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თელავში, მშობლიურ სახლში.
მკვლელობამდე, მოკლულის ყოფილი მეუღლე რ.კ. თბილისიდან თელავში ჩავიდა შვილების მოსანახულებლად. არსებული ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა იარაღით მოკლა ნონა ლაზარიაშვილი, შემდეგ კი თავში ისროლა.
ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულია და ის თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
https://www.ambebi.ge/article/237772-vin-iq...a-kmarma-mokla/(IMG:
https://img.forum.ge/JUi3Ci3yi_IaV.jpg)
(IMG:
https://img.forum.ge/JUiRdirri_Iad.jpg)
(IMG:
https://img.forum.ge/JUi6qirri_Ias.jpg)