პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალის მოდერნიზაციის დაფინანსებას მხარი დაუჭირა
"მივიღე რუსეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოვაწერო შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ"- წერია ბრძანებაში
http://www.tabula.ge/ge/story/156168-putin...inansebas-mxariდასავლეთის მიერ რუსეთის 2008 წლის აგრესიაზე უმექმედობამ პუტინს უკრაინაში და სირიაში შესვლის გამბედაობა მისცა
დასავლეთის ვითომ "გამოღვიძებამ" სანქციებმა და რუსეთის დიდი რვიანიდან გაძევებამ და სხვა ქმედებებმა კი შედეგი ვერ გამოიღო
პუტინის ქცევა არ იცვლება იგივე დაკომპლექსებული მზე დიქტატორია რაც იყო და ამას ამტკიცებს თითოეული მისი ნაბიჯით
აფხაზეთში სეპარატისტების სამხედრო მოდერნიზაციაც სწორედ ასეთი ნაბიჯია და სიგნალი პუტინისგან რომ ის არაფრის დიდებით არ გაჩერდება და თითოეულ დასავლეთის ნაბიჯზე ადეკვატურ ნაბიჯს გადადგავს
ამიტომ აუცილებელი და საგანგაშოა საქართველო შევიდეს ნატოში რაც შეიძლება მალე
დეკემბერში მოდის ნატოს მორიგი სამიტი
დეკემბერში საქართველო თუ არ მიიღეს ნატოში ეს პუტინის გამბედაობისთვის კიდევ ერთი გამაძლიერებელი მოვლენა იქნება და 2020-ში საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ შეიძლება შეწყვიტოს არსებობა
ესეც ნიშანდობლივია რომ ნატოს სამიტი დეკემბერშია და პუტინმაც კარგად დაამთხვია აფხაზეთის სიურპრიზი